იოგას ინსტრუქტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: იოგას ინსტრუქტორი
მომწოდებელი: ჯორჯიან ფიტნეს გრუპი
გამოქვეყნდა: 7 დეკ / ბოლო ვადა: 5 იან
"ჯორჯიან ფიტნეს გრუპი", რომელმაც გასული წლის ნოემბერში საერთაშორისო ბრენდის "World Class"-ის პირველი ფიტნეს კლუბი გახსნა თბილისში, მოხარულია გამოაცხადოს ვაკანსია იოგას ინსტრუქტორის პოზიციაზე.

"World Class" არის ფიტნესის საერთაშორისო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი ოპერატორი, რომელიც 1983 წლიდან ოპერირებს მსოფლიო ბაზარზე, ფლობს 90-მდე ფიტნეს კლუბს და მუდმივად ფართოვდება დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და შუა აზიის რეგიონში.

ფუნქცია/მოვალეობები: ჯგუფური და პერსონალური ვარჯიშების ჩატარება იოგაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კარგი ფიზიკური მომზადება;
** იოგას ინსტრუქტორად მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 2 წელი;
** პერსონალურ ტრენერად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად ;
** ინგლისური ან რუსული ენის ფლობა (არანაკლებ Intermediate).

უნარები:

** კომუნიკაციის;
** კეთილსინდისიერი;
** მომხმარებელზე ორიენტირებული.

ჩვენ გთავაზობთ: სტაბილურ და კონკურენტულ ანაზღაურებას. პროფესიული განვითარებისა და ზრდის შესაძლებლობას.მოქნილ სამუშაო გრაფიკს.დამატებით ბენეფიტებს.

თუ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება აღნიშნული ვაკანსიის მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: vacancy@worldclass.ge არაუგვიანეს 2019 წლის 5 იანვრისა და წერილის სათაურის ველში მიუთითოთ იოგას ინსტრუქტორი.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ ჯორჯიან ფიტნეს გრუპმა დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 3 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე