მოლარე-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: გლობალ სელი
გამოქვეყნდა: 7 დეკ / ბოლო ვადა: 7 იან
შპს "გლობალ სელი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სერვის-ცენტრში.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** საოფისე პროგრამების (MS Word, MS office, Excel, PowerPoint, Outlook, Internet Explorer) სრულყოფილად ფლობა
** კომუნიკაბელურობა, კლიენტებთან კეთილგანწყობილი ურთიერთობის უნარი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ქართულად მეტყველების კარგი უნარი
** სალარო აპარატთან და POS-ტერმინალთან მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

ანაზღაურება:

** გამოსაცდელი ვადის (3 თვე) განმავლობაში: 350 ლარი ხელზე (ფიქსირებული ხელფასი) და ბონუსები.
** გამოსაცდელი ვადის წარმატებით გავლის შემდეგ: 400 ლარი ხელზე (ფიქსირებული ხელფასი), ბონუსები,

სამუშაო საათები: სამ დღე-ღამეში ერთხელ ცვლიანობის განრიგით.

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა უნდა გამოაგზავნონ საკუთარი პროფესიული ავტობიოგრაფია (CV) ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@globalmail.ge

აპლიკანტების საყურადღებოდ: გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის დასახელებაში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემული ვაკანსიის მოთხოვნებს. სატელეფონო ზარები არ მიიღება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე