ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამა აშშ-ში
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამა აშშ-ში
მომწოდებელი: ევროპის ახალგაზრდული ორგანიზაცია
გამოქვეყნდა: 7 დეკ / ბოლო ვადა: 15 იან
"ევროპის ახალგაზრდული ორგანიზაცია" გთავაზობთ ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამას ამერიკის შეერთებულ შტატებში.

პროგრამა ხორციელდება გაეროს მხარდაჭერით ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში!
პერიოდი: 04-18 მარტი 2019

ტრეინინგი შემუშავებულია გაეროს და ევროკავშირის სატრეინინგო პროგრამების ფარგლებში და ითვალისწინებს მსმენელთა ჩართულობის მაღალ დონეს.

პროგრამის მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ გაეროს ფუნქციონირებას, მიმდინარე გამოწვევებს, შეისწავლონ უცხო ქვეყნის კულტურა და მოისმინონ ტრენინგები შემდეგ თემატიკებზე:

** გაერთიანებული ერების მიღწევები და ახლანდელი გამოწვევები
** გაერთიანებული ერების პროგრამა, სააგენტოები და არასამთავრობოები
** გაერთიანებული ერების პოლიტიკა, ფონდები და სამომოავლო გეგმები
** ადამიანის უფლებების დაცვა და ეკონომიკური ზრდა-განვითარება
** დიპლომატია და საჯარო გამოსვლების ხელოვნება
** ახალი შესაძლებლობები, მენტორები და ასოციაციები
** პროექტები და მისი განხორციელების გზები
** ახალგაზრდების დიპლომატიური ძალისხმევა განვითარებისა და ადამიანური ინიციატივებისათვის
** ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარება
** კომიტეტებისა და საერთაშორისო ინსტიტუტების ხელშეწყობის გზები
** ინტერკულტურული ინტეგრაცია.

პროგრამის ღირებულება შეადგენს $3700-ს (ექვივალენტს ლარში). ღირებულება მოიცავს:

** წინა მოსამზადებaელ პროგრამას
** სავიზო პროცედურებს
** ჯგუფის ხელმძღვანელის თანხლებას ოფიციალურ ვიზიტებზე
** ვიზიტებს უმაღლეს ორგანოებში (გაეროს შტაბ-ბინა, საელჩოები, მილენიუმის, UNICEF, UNESCO-ს წარმომადგენლობა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან)
** საცხოვრებლის ხარჯებს
** სამჯერად კვებას
** საჭირო მასალებს პროგრამის ფარგლებში
** ექსკურსიას (ქალაქის ღირსშესანიშნაობების დათალიერება)
** სადაზღვევო პაკეტს
** პროგრამის ფარგლებში საჭირო მასალებს
** პროგრამაში დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობას
** საერთაშორისო სერთიფიკატს.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ აქტიურ ახალგაზრდებს, 14-დან 35 წლამდე, რომლებიც ფლობენ ინგლისურ ენას საკომუნიკაციო დონეზე.

დაინტერესებული პირები გთხოვთ, დარეგისტრიდეთ: https://goo.gl/forms/CQM3cftz6rgtr2IQ2 ან გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: eyo.exchange@gmail.com

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 15 იანვარი, 2019 წ.

დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

ტელ: +995 555 355119
ვებ-გვერდი: http://newuni.edu.ge/
Facebook: https://www.facebook.com/European-Youth-Organization-235368819974883/
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე