საქმეთა მწარმოებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საქმეთა მწარმოებელი
მომწოდებელი: MBG.LTD
გამოქვეყნდა: 7 დეკ / ბოლო ვადა: 30 დეკ
სამშენებლო კომპანია - შპს "MBG.LTD" აცხადებს ვაკანსიას საქმეთა მწარმოებლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: საქართველო
განაკვეთი: სრული, ორშაბათი-შაბათი, 10:00-19:00 სთ. 

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში იმუშავებთ ხარისხსა და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.

ფუნქცია-მოვალეობები: 

** მიღებული დავალებების მიხედვით, სამშენებლო სამუშაოების ანალიზი და დაგეგმვა;
** ხელოსნებისა და მუშებისთვის არსებული ნორმებისა და სტანდარტების დაცვით დავალებების განსაზღვრა;
** მშენებლობაზე, კერძოდ, საქმის მწარმოებელს დაქვემდებარებული, თანამშრომლების დასწრების მონიტორინგი;
** წინასწარ გაწერილი ნორმების მიხედვით სამშენებლო სამუშაო პროექტების შესრულება;
** შესასრულებელი სამუშაოების ხარისხისა და ვადების კონტროლი;
** სამშენებლო ობიექტზე დასაქმებული თანამშრომლებისთვის განსაზღვრული სტანდარტებისა და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა;
** საჭირო მასალებისა და ხელსაწყოების შესახებ მოთხოვნის დროული მიწოდება საწყობის უფროსისთვის;
** სხვადასხვა ელექტრონული დოკუმენტაციის წარმოება;
** სხვადასხვა არქიტექტურული ნახაზის ანალიზის საფუძველზე სამუშაოების ეფექტურად დაგეგმვა და საჭირო პროცესების ხელმძღვანელობა;
** შესრულებული სამუშაოს აღწერა, ანალიზი და შეფასება;
** ოპერაციების მენეჯერთან თანამშრომლობით, რეპორტების წარმოება სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე პროცესების შესახებ.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** იდეის სწორად/გასაგებად გადმოცემა (ვერბალურად და წერილობით);
** პროცესების მართვა;
** Multitasking;
** დროის მართვა;
** დაგეგმვა და ორგანიზება;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: mbg.group.ltd@gmail.com 2018 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით.  გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "საქმეთა მწარმოებელი".

შპს "MBG.LTD" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე