პროექტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პროექტის მენეჯერი
მომწოდებელი: MBG.LTD
გამოქვეყნდა: 7 დეკ / ბოლო ვადა: 30 დეკ
სამშენებლო კომპანია - შპს "MBG.LTD" აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: საქართველო
განაკვეთი: სრული, ორშაბათი-შაბათი, 10:00-19:00 სთ. 
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში იმუშავებთ ხარისხსა და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.

ფუნქცია-მოვალეობები: 

** ხელმძღვანელობისაგან დავალების მიღება, სწორი ანალიზი, პროექტის შინაარსის განსაზღვრა, საჭირო სტრუქტურული ერთეულების ჩართვა და საბოლოო ამოცანის ჩამოყალიბება;
** პროექტის action plan-ის ფორმირება, საჭირო სტრუქტურულ ერთეულებთან შეთანხმება და დამტკიცება;
** პროექტის გეგმების შესრულების კონტროლი, საბაზისო ვარიანტის განახლება და მის საფუძველზე მიღწეული შედეგების მონიტორინგი, პროექტების დროულად შესრულების მართვა;
** პროექტზე მომუშავე გუნდის ხელმძღვანელობა და მისთვის მოტივაციის შექმნა საჭიროების მიხედვით;
** პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული მოლოდინების მართვა და ვადებთან დაკავშირებული საკითხების მაქსიმალურად სწრაფად რეგულირება;
** პროექტის ფარგლებში თითოეულ დავალებაზე წინასწარ შეთანხმებული ვადების დაცვის კონტროლი;
** ყოველკვირეული რეპორტები არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით;
** ახალი და განვითარებადი ტექნოლოგიებისათვის, ასევე ამ კონკრეტული საქმიანობის სფეროში არსებული სხვადასხვა სიახლეების და მიღწევების კვალდაკვალ მიყოლა;
** საჭიროების შემთხვევაში, მომწოდებლებთან, როგორც მესამე მხარეებთან, თანამშრომლობა გარე პროდუქტების წარმატებით მიღების უზრუნველსაყოფად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** პროექტების მართვის მინიმუმ ორ წლიანი გამოცდილება (მათ შორის ბიუჯეტის შედგენა, ხარჯების პროგნოზირება და ა.შ.);
** სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ ორი წელი (სასურველია სამშენებლო ბიზნესში);
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (განსაკუთრებული ყურადღება ექცევა Excel-ის და MS Project-ის უმაღლეს დონეზე ცოდნას).

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** იდეის სწორად/გასაგებად გადმოცემა (ვერბალურად და წერილობით);
** მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვა;
** პროცესების მართვა;
** Multitasking;
** ბიზნეს საჭიროებების სწორად ჩამოყალიბება;
** პრეზენტაციის უნარი;
** დროის მართვა;
** დაგეგმვა და ორგანიზება;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: mbg.group.ltd@gmail.com 2018 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით.  გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "პროექტის მენეჯერი".

შპს "MBG.LTD" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე