კონტენტ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კონტენტ მენეჯერი
მომწოდებელი: Sold.ge
გამოქვეყნდა: 7 დეკ / ბოლო ვადა: 7 იან
ინტერნეტ გაყიდვების მაღაზია "Sold.ge" აცხადებს ვაკანსიას კონტენტ მენეჯერის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** ვებ-გვერდის მართვა (კონტენტის გამართვა და ცვლილებების დროულად შეტანა);
** ვებ-გვერდისთვის  პროდუქციის აღწერილობის მომზადება;
** ვებ-გვერდის ბლოგის წარმოება  სხვადასხვა პროდუქციაზე;
** სოციალურ მედიაში აქტიურობის უზრუნველყოფა (Facebook);
** საძიებო სისტემებისთვის ოპტიმიზაცია  (SEO).

მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი
** სამუშაო გამოცდილება:  სავალდებულოა მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქართულად გამართული ვერბალური და  წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** უცხო ენების საშუალო დონეზე ცოდნა (ინგლისური, რუსული);
** Photoshop-ის ცოდნა;
** სოციალური მედიის ეფექტური მართვის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის სწორად მართვის უნარი;
** კომუნიკაბელური და გუნდურად მომუშავე;
** მიზანდასახული;
** შედეგზე ორიენტირებული.

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: 600 ლარი + ბონუსი;
** სამუშაო ადგილი: თბილისი;
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი, შაბათი;
** სამუშაო საათები: 10:00-19:00 (1 საათი შესვენება), 10:00-15:00 (შაბათი).

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@sold.ge და დასახელებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე