ასოც.პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი, ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ასოც.პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი, ასისტენტი
მომწოდებელი: კავკასიის უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 6 დეკ / ბოლო ვადა: 13 იან
"კავკასიის უნივერსიტეტი" (კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა) აცხადებს კონკურსს ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის და ასისტენტის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგ დისციპლინებში:

ასოცირებული პროფესორი (2 ვაკანტური ადგილი)
ინგლისური ფილოლოგია
ასისტენტ-პროფესორი (5 ვაკანტური ადგილი)
ფსიქოლოგია
სოციოლოგია
ინგლისური ფილოლოგია
ევროპისმცოდნეობა
ასისტენტი (4 ვაკანტური ადგილი)
ფსიქოლოგია
სოციოლოგია
ევროპისმცოდნეობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ასოცირებული პროფესორისთვის: ასოცირებულ პროფესორად 3 წლის ვადით აირჩევა ინგლისური ფილოლოგიის მიმართულებით დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
სასურველია დისციპლინის შესაბამის სფეროში 3 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება.
** ასისტენტ-პროფესორისთვის: ასისტენტ-პროფესორად 3 წლის ვადით აირჩევა საკონკურსო მიმართულების შესაბამის დარგში: ფსიქოლოგიის / სოციოლოგიის / ინგლისური ფილოლოგიის / ევროპისმცოდნეობის დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება; სასურველია დისციპლინის შესაბამის სფეროში 3 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება.
** ასისტენტისთვის: დოქტორანტი ფსიქოლოგიის / სოციოლოგიის / ევროპისმცოდნეობის მიმართულებით;
ფსიქოლოგიის / სოციოლოგიის / ევროპისმცოდნეობის დარგის მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული პირი, რომელსაც აქვს მოცემულ დარგში არანაკლებ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება ან/და დარგში/სპეციალობაში სალექციო კურსის წაკითხვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;

პიროვნული თვისებები:

** პასუხიმგებლიანი;
** სამართლიანი;
** კომუნიკაბელური;
** გადმოცემის და პრეზენტაციის უნარი;
** კრეატიული;
** აუდიტორიასთან ურთიერთობის უნარი;
** როგორც გუნდში, ისე ინდივიდუალურად მუშაობის უნარი.

დამატებითი მოთხოვნები:

** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:

** რეზიუმე (CV);
** კურს(ებ)ის სილაბუს(ებ)ი;
** პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
** განათლების (კვალიფიკაციისა და აკადემიური ხარისხის/წოდების) დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები. დოქტორანტების შემთხვევაში - სადოქტორო პროგრამაზე სწავლის შესახებ ცნობა. ასევე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის დიპლომის ასლები;
** საზღვარგარეთ დაცული ხარისხის შემთხვევაში, ავთენტურობაზე საჭირო დოკუმენტაცია.
** სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელი ცნობა;
** სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დატვირთვების შესახებ ცნობა;

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:

I ეტაპი - წარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევა;
II ეტაპი - პრეზენტაცია/გასაუბრება
III ეტაპი - კონკურსის შეჯამება.

კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორაცია და კონკურსის მეორე ეტაპზე დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, ვინც პირველ ეტაპს გადალახავს წარმატებით.

კონკურსის გამოცხადების თარიღი: 7 დეკემბერი 2018 წ.
საბუთების მიღება: 2019 წლის 7 იანვრიდან - 2019 წლის 13 იანვრის ჩათვლით.
კონკურსის ჩატარების პერიოდი 2019 წლის იანვრის თვე.
კონკურსის ჩატარების ადგილი: ქალაქი თბილისი, პაატა სააკაძის #1
კონკურსის შედეგების გამოქვეყნების თარიღი: 2019 წლის 19 იანვარი.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ მითითებული დოკუმენტები, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართებზე: hr@cu.edu.ge ან წარმოადგინოთ ბეჭდური სახით, მისამართზე: პაატა სააკაძის #1, პერსონალის მართვის დეპარტამენტში.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით კავკასიის უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტს, ელექტრონულ ფოსტის მისამართზე hr@cu.edu.ge; T: 032 2377777.

გთხოვთ, საგნის დასახელების ველში მიუთითოთ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის და მიმართულების სახელწოდება!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე