რესტორნის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: რესტორნის მენეჯერი
მომწოდებელი: რედიქსი
გამოქვეყნდა: 6 დეკ / ბოლო ვადა: 7 იან
კომპანია "რედიქსის" სტუმარ-მასპინძლობის მიმართულების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე:

დასახელება: რესტორნის მენეჯერი

ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი: ტაბიძის ქ.1

მოვალეობები:

** რესტორნის მუშაობის დაგეგმვა, ორგანიზება და კონტროლი;
** ბიუჯეტირება, საოპერაციო ხარჯების კონტროლი, ხარჯების ოპტიმიზაციაზე მუშაობა;
** ყოველკვირეული, კვარტალური და წლიური შემოსავლების და ხარჯების რეპორტინგის წარმოება
** ობიექტის მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა, განხორციელება და რესტორნის პოპულარიზაციაზე ზრუნვა; (რაც გულისხმობს: შესაბამისი აქციების დაგეგმვა, სოც მედიაში განთავსების ორგანიზება და B2B გაყიდვები)
** ბაზარზე და ინდუსტრიაში არსებული სიახლეების და ტრენდების გაცნობა და ობიექტზე მათი გათვალისწინება/განხორციელება
** რესტორნის მოგების უზრუნველყოფა სწორი მარკეტინგული პოლიტიკისა და მომხმარებლის მოთხოვნების სრული დაკმაყოფილების საფუძველზე.
** ყოველდღიური ფრონტის - FOH და ბექის - BOH სამუშაო პროცესის მონიტორინგი
** მომწოდებლებთან და დისტრიბუტორებთან თანამშრომლობა, ბაზარზე არსებულ ახალი მომწოდებლების შესახებ ინფორმაციის მოძიება;
** მომსახურების სტანდარტების დანერგვა და მათი ზედმიწევნით დაცვის უზრუნველყოფა.
** საკვების უსაფრთხოების პროცედურების უზრუნველყოფა კომპანიის პოლიტიკის, ჯანდაცვის და სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგულეციებზე დაყრდნობით. საჭიროებისამებრ შესაბამისი გამოსასწორებელი ზომების მიღება;
** რესტორანში უსაფრთხო სამუშაო გარემოს შენარჩუნება, უსაფრთხოების ყველა პოლიტიკისა და პროცედურის დაცვის გზით;
** რესტორნის პერსონალის შრომისა და გრაფიკის ორგანიზება და კონტროლი;
** მომსახურე პერსონალის მიერ შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი პროდუქტის ხარისხის, მომსახურებისა და სისუფთავის უზრუნველსაყოფად;
** მომსახურე პერსონალისათვის ტრეინინგების ჩატარება დამტკიცებული სისტემებისა და კომპანიის სტანდარტების შესაბამისად;
** პროდუქტებისა და სხვა მატერიალურ- ტექნიკური ღირებულებების გაანგარიშება;
** რესტორნის ყველა ერთეულში ინვენტარიზაციის ორგანიზება და კონტროლი, ინვენტარიზაციის შედეგების ანალიზი;
** საქმის წამოების ორგანიზება, დოკუმენტაციის და სტატისტიკის თანამედროვე და ხარისხიანი გაფორმება; რეპორტინგის უზრუნველყოფა მენეჯმენტთან;
** პრობლემების დროული აღმოჩენა და მათზე ოპერატიული რეაგირება. მათ შორის ტექნიკური პრობლემის მოგვარების უზრუნველყოფა შესაბამისი პერსონალის/კონტრატორების მეშვეობით;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია ტურიზმის მიმართულებით; პრიორიტეტი მიენიჭება უმაღლეს პროფესიულ განათლებას;
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება სარესტორნო სფეროში
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (აუცილებელია)
** საოფისე/სარესტორნო კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა

პიროვნული უნარ-თვისებები:

** პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე
** დროის სწორად მართვის უნარი
** მენეჯერული თვისებების მატარებელი
** კომუნიკაბელური
** ორგანიზებული

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით vacancy@redix.ge 2019 წლის 07 დეკემბრამდე. გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე