ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ინჟინერი
მომწოდებელი: კავკასუს როუდ პროჯექტი
გამოქვეყნდა: 6 დეკ / ბოლო ვადა: 6 იან
შპს "კავკასუს როუდ პროჯექტი" აცხადებს ვაკანსიას ინჟინერის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: განისაზღვრება პროექტის მიხედვით - მივლინებები სხვადასხვა რეგიონებში
განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: ცოდნის და კვალიფიკაციის მიხედვით.

სამუშაოს აღწერილობა და ფუნქცია-მოვალეობები:

** სამუშაოთა შესრულების ხარისხის, სამშენებლო ნორმების, წესებისა და სტანდარტების დაცვის კონტროლი;
** ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების ყოველდღიური კონტროლი;
** მშენებლობის პროცესის გეგმა-გრაფიკთან შესაბამისობის კონტროლი;
** შესრულებული სამუშაოების პროექტთან შესაბამისობის კონტროლი;
** ობიექტზე შემოტანილი მასალების, ნაკეთობების, კონსტრუქციების პროექტთან და ნორმებთან შესაბამისობის კონტროლი;
** ობიექტის საერთო და ყოველდღიური ჟურნალის წარმოება;
** ფარულ სამუშაოთა აქტების შედგენა;
** ხელმძღვანელობისაგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია სამუშაო გამოცდილება სამშენებლო სფეროში (სასურველია ხიდები და ხელოვნური ნაგებობები)
** აუცილებელია საპროექტო ნახაზების წაკითხვა
** აუცილებელია პროგრამა AutoCAD, Ms Office-ის ცოდნა
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა
** ასაკი: 22-45 წლამდე

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** დროის მართვის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@crp.ge 2019 წლის 06 იანვრის ჩათვლით. ისეთი სააპლიკაციო ფორმა, რომელიც არ აკმაყოფილებს ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს არ განიხილება.

გთხოვთ, შესაბამის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე