მიმღები და გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ექიმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მიმღები და გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ექიმი
მომწოდებელი: თბილისის ცენტრალური საავადმყოფო
გამოქვეყნდა: 6 დეკ / ბოლო ვადა: 6 იან
თბილისის ცენტრალური საავადმყოფო აცხადებს ვაკანსიას მიმღები და გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში ექიმის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლუბლიანას ქ. # 5.
სამუშაო გრაფიკი: მორიგეობა.

ძირითადი მოვალეობები:

პაციენტის მართვა:

** პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება და მონიტორინგი;
** პაციენტის კლინიკური მდგომარეობის შესაბამისად რეფერალის განსაზღვრა და შესაბამისი გადამისამართება;
** პაციენტის /მისი მეურვის ინფორმირება მკურნალობის სქემის შესახებ.
** მის კომპეტენციაში შემავალი სამედიცინო და არასამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება მოქმედი მარეგულირებელი აქტების, გაიდლაინების/პროტოკოლების და სტანდარტების მიხედვით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** სავალდებულოა საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სერთიფიკატი გადაუდებელ მედიცინაში.
** სავალდებულოა ექიმად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** უცხო ენების /ინგლისური, რუსული/ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
** სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმების ცოდნა.
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@vivomedical.ge და გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. დაკავშირება მოხდება შესაბამის კანდიდატებთან.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2019 წლის 6 იანვარი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე