კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: ლუსონი
გამოქვეყნდა: 6 დეკ / ბოლო ვადა: 19 დეკ
"ბი ემ სი გორგია" ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა, დაარსებული 1998 წელს. "ბი ემ სი გორგიას" მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზება ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში. "ბი ემ სი გორგია" ბაზარზე წარმოდგენილია ორი შვილობილი ბრენდით: "ჰიპერმარკეტი გორგია" და "ლუსონი".

ჩვენ გთავაზობთ:

** პატივისცემაზე, პროფესიონალიზმზე და მრავალფეროვნებაზე დამყარებულ სამუშაო გარემოს, ადვილი ადაპტაციისთვის ყველა საჭირო პირობას, კარიერული წინსვლის და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას.
** კომპანია გორგიას მუდმივად აქვს მზაობა არსებული ვაკანტური პოზიციები მისივე თანამშრომლებით დააკომპლექტოს, რაც მათ გამოცდილების გაზრდის საშუალებას აძლევს. ჩვენ ვაფასებთ თითოეული თანამშრომლის გამოცდილებას და ჩართულობას კომპანიისთვის მნიშვნელოვან პროცესებში.
** გორგიას გუნდის წევრები მუდამ მზად არიან გამოწვევებისთვის, რაც მათი პროფესიული უნარ-ჩვევების გაზრდის და საუკეთესო შედეგის გარანტია.

გახდი ჩვენი პოზიტიური და ინოვაციური გუნდის წევრი!

"ბი ემ სი გორგიას" პრემიუმ კლასის შოურუმი "ლუსონი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.

"ლუსონში" წარმოდგენილია აბაზანის ინტერიერისთვის საჭირო ინვენტარი , როგორც სასტუმროსთვის, ასევე საცხოვრებელი სახლებისთვის: ესპანური და იტალიური კერამიკული ფილები, სანტექნიკა, აქსესუარები და ა.შ.

იხილეთ ბმული: https://www.facebook.com/lussonilussoni/

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლის დახვედრა და ეფექტური სერვისის შეთავაზება
** პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება
** მომხმარებლის კმაყოფილებაზე ზრუნვა
** გაყიდვების ტექნიკის ცოდნა
** გაყიდვების გაზრდის უნზრუნველყოფა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში;
** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა
** მომსახურების სტანტარტების ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** პრეზენტაბელური
** კომუნიკაბელური
** ორგანიზებული
** დეტალებზე ორიენტირებული

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ CV 19 დეკემბრის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: hrproject6@gorgia.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე