გაყიდვების მრჩეველი/სტაჟიორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გაყიდვების მრჩეველი/სტაჟიორი
მომწოდებელი: ეიჩარ პარტნერსი
გამოქვეყნდა: 6 დეკ / ბოლო ვადა: 20 დეკ
"ეიჩარ პარტნერსი", კონტრაქტორი კომპანიის დაკვეთით, აცხადებს სტაჟირებას კომერციულ დეპარტამენტში, გაყიდვების მრჩევლის პოზიციაზე,

სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში კანდიდატი დასაქმდება კომპანიაში, რომელიც წარმოადგენს ავტო ბრენდის ახალ დილერს. იგი წარმატებით ფუნქციონირებს 2013 წლიდან და სთავაზობს მომხმარებლებს უახლესი მოდელების ავტომობილებს, საგარანტიო და გეგმიურ ტექნიკურ მომსახურეობას, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებსა და აქსესუარებს.

კომპანია ორიენტირებულია კარიერულ ზრდაზე და კომუნიკაბელურ, მოტივირებულ კანდიდატებს ეძლევათ საშუალება გაყიდვების სფეროში მიაღწიონ წარმატებებს.

სტაჟირების ხანგრძლივობა: 1 თვე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაკე.

ძირითადი მოვალეობები:

** ავტომობილების მოდელებისა და კომპლექტაციების სრულყოფილად შესწავლა;
** მომსახურების სტანდარტების სრულყოფილად შესწავლა;
** შოურუმში შემოსული მომხმარებლების დახვედრა და მათი საჭიროებების განსაზღვრა;
** მომხმარებელთათვის კონსულტაციის გაწევა და მოლაპარაკებების წარმოება;
** ავტომობილების გაყიდვის პროცესთან დაკავშირებული საჭირო დოკუმენტების წარმოება;
** მონაცემთა ბაზების წარმოება, პროგრამული გატარებების უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
** სერვისის განხორციელებისას ტექნიკურ გუნდთან კომუნიკაცია;
** პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საავტომობილო სფეროს საბაზისო დონეზე ცოდნა და ინტერესი;
** რუსული ან ინგლისური ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა;
** MS Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** მართვის მოწმობა (B კატეგორია).

ზოგადი უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელობა;
** სწრაფად ათვისებისა და უცნობ საკითხებში ადაპტაციის უნარი;
** გამართული მეტყველება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancy.hrpartners2@gmail.com არაუგვიანეს 2018 წლის 20 დეკემბრისა და "subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "გაყიდვების მრჩეველი".

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე