საცალო გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საცალო გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ეიჩარ პარტნერსი
გამოქვეყნდა: 6 დეკ / ბოლო ვადა: 20 დეკ
"ეიჩარ პარტნერსი", კონტრაქტორი კომპანიის  დაკვეთით, აცხადებს ვაკანსიას საცალო გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან, ექსკლუზიური ბრენდების დისტრიბუტორს საქართველოში, გათბობის, გაგრილების, ვენტილაციისა და წყალმომარაგების სფეროში. იგი წარმატებით ფუნქციონირებს 2012 წლიდან და მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის პროდუქციას იტალიიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან, სლოვენიიდან და უნგრეთიდან.

კომპანია ორიენტირებულია კარიერულ ზრდაზე და კომუნიკაბელურ, მოტივირებულ კანდიდატებს ეძლევათ საშუალება გაყიდვების სფეროში მიაღწიონ წარმატებებს.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** თბილისის ფილიალის მომხმარებლებისათვის კონსულტაციის გაწევა, პროდუქციის შეთავაზება, მათი ინფორმირება, პროდუქციაში გარკვევა;
** ფილიალის მერჩენდაიზინგის კონტროლი (დახლების შევსება, პროდუქციის სწორად განლაგება);
** ხელმძღვანელის მიერ სამუშაოსთან დაკავშირებული დამატებითი ფუნქციების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** გაყიდვების სფეროში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ქართული, რუსული, ინგლისური ენების ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: 1C, Microsoft Office.

ზოგადი უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სამუშაოს დათქმულ დროზე შესრულების უნარი;
** სტრესულ პირობებში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancy.hrpartners2@gmail.com  არაუგვიანეს 2018 წლის 20 დეკემბრისა და "subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "საცალო გაყიდვების მენეჯერი".

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე