საშუალო ბიზნეს კლიენტთა მრჩეველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საშუალო ბიზნეს კლიენტთა მრჩეველი
მომწოდებელი: პროკრედიტ ბანკი
გამოქვეყნდა: 6 დეკ / ბოლო ვადა: 6 იან
"პროკრედიტ ბანკი" -  ევროპული ბანკი ქართულ საბანკო სექტორში 1999 წლიდან ფუნქციონირებს. ბანკის საქმიანობის ძირითადი მიზანი იმ მცირე და საშუალო ბიზნესების დაფინანსებაა, რომლებსაც განვითარების გრძელვადიანი გეგმა აქვთ. ბიზნეს დაკრედიტების პარალელურად ბანკი ფოკუსირდება ფიზიკური პირების კონკრეტულ მიზნობრივ ჯგუფზე და მათ კომპლექსურ საბანკო მომსახურებას სთავაზობს.

"პროკრედიტ ბანკი, საქართველო" საერთაშორისო "პროკრედიტ ჯგუფის" ნაწილია, რომელიც ძირითადად წარმოდგენილია აღმოსავლეთ ევროპის გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებსა და გერმანიაში. ჯგუფის დამფუძნებელია "პროკრედიტ ჰოლდინგი" (მაინის ფრანკფურტი, გერმანია), რომელიც პასუხისმგებელია სტრატეგიულ მართვაზე, კაპიტალის ადექვატურობაზე, რეპორტინგზე, რისკების მართვაზე და ასევე ჯგუფის ბიზნეს ორგანიზებაზე. 

"პროკრედიტ ბანკი, საქართველოს"  საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოსგან "Fitch Ratings" მინიჭებული აქვს BB რეიტინგი, რომელიც საქართველოში შესაძლო ყველაზე მაღალი რეიტინგია. აღნიშნული რეიტინგი ბანკის აქტივების ისტორიულად საუკეთესო ხარისხზე, ძლიერ კორპორაციულ მართვასა და კარგ რისკ მენეჯმენტზე მიუთითებს. 

სს "პროკრედიტ ბანკი" აცხადებს ვაკანსიას საშუალო ბიზნეს კლიენტთა მრჩევლის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური საშუალო ბიზნეს კლიენტების იდენტიფიცირება და მოზიდვა;
** ბიზნეს პორტფელის შექმნა და ზრდა
** დასახული გეგმების შესრულება;
** საშუალო ბიზნეს კლიენტების პროფილის შეფასება, საჭიროებების გაანალიზება და ბიზნესზე მორგებული საბანკო მომსახურების გაწევა;
** საშუალო ბიზნეს კლიენტებისათვის ყველა საბანკო პროდუქტთან და მომსახურებასთან დაკავშირებული კონსულტაციის გაწევა;
** საბანკო მომსახურების მისაღებად  საჭირო დოკუმენტაციის კლიენტისგან გამოთხოვა და მათი ბანკის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება
** კლიენტებთან მუდმივი კავშირის შენარჩუნება;
** კლიენტებისთვის კვალიფიციური მომსახურების უზრუნველყოფა;
** კლიენტის განაცხადზე დროული რეაგირება, შეფასება და ბიზნეს კომიტეტზე წარდგენა ბანკში არსებული პროცედურების შესაბამისად.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები: 
   
** ბანკში მუშაობის მინიმუმ სამ წლიანი გამოცდილება 
** მცირე და საშუალო კლიენტებთან მუშაობის გამოცდილება 
** კრეატიულობა და ინიციატივის გამოჩენის უნარი
** მოქნილობა და ოპერატიულობა
** კონსულტაციის გაწევისა და კლიენტის დარწმუნების უნარი
** თავდაჯერებულობა
** კომუნიკაბელურობა 
** გუნდში მუშაობის უნარი 
** განვითარებაზე ორიენტირებულობა 
** ახალი გამოცდილებისა და ცოდნის მიღებისათვის მზადყოფნა
** სტრესულ პირობებში მუშაობის უნარი 
** სამუშაოს დათქმულ დროზე შესრულების უნარი  
** კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი
** კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილების დროულად და დამოუკიდებლად მიღების უნარი 
** ორგანიზებულობა 
** კეთილსინდისიერება 
** უმაღლესი განათლება
** ქართული და ინგლისური ენების თავისუფლად ფლობა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr.info@procreditbank.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "საშუალო ბიზნეს კლიენტთა მრჩეველი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე