გაყიდვების ჯგუფის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გაყიდვების ჯგუფის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ბელ მეზონი
გამოქვეყნდა: 6 დეკ / განახლდა: 11 დეკ / ბოლო ვადა: 6 იან
მულტი-ბრენდული შოურუმი "ბელ მეზონ"-ი (http://bellemaison.ge/)  აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ჯგუფის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები, რომელსაც კანდიდატი აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს:

** ჩვენს სფეროში მუშაობის გამოცდილება, მინიმუმ 2-3 წელი;
** გაყიდვების პროცესში აქტიურად მონაწილეობისა და კლიენტებთან კომუნიკაციის უნარი;
** გაყიდვების გუნდის მოტივირების, პროცესების ეფექტურობისთვის გადაწყვეტის გზების შეთავაზების უნარი;
** გამართულად კომუნიკაციის უნარი ქართულ, სასაუბრო დონეზე კი - რუსულსა და ინგლისურ ენებზე;
** საოფისე პროგრამების (MS Office) კარგად ცოდნა;
** გაყიდვების პროცესის ანალიზისა და ზედამხედველობის უნარი;
** გაყიდვების ტექნიკების, სპეციფიკისა და სამომხმარებლო/მსყიდველობით ჩვევების კარგად ცოდნა.

აუცილებელი პიროვნული თვისებები:

** ეფექტური დროის მენეჯმენტი, მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი;
** განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებული, პროგრესულად მოაზროვნე;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** სტრესულ  სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სოციალურად გახსნილი და კოლეგიალური;
** დაკვირვებული და სხარტად მოაზროვნე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მუდმივი მუშაობა გაყიდვების გუნდთან, პროცესებისა და გუნდის ეფექტურობის გაზრდა;
** კლიენტებთან ურთიერთობა, გაყიდვის პროცესის მართვა და ზედამხედველობა, პრობლემური საკითხების გადაწყვეტა, მენეჯმენტი;
** მაღაზიაში წარმოდგენილი ბრენდებისა და პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა, მონაწილეობა პროდუქციის შერჩევასა და წამახალისებელი აქტივობების დაგეგმვაში;
** რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე ორიენტირებულობა.

პირობები:

** ანაზღაურება: 1700 ლარი + ბონუსი გაყიდვებიდან;
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობა და დაწინაურების პერსპექტივა;
** სამუშაო გრაფიკი: სრული
** სამუშაო დღეების რაოდენობა: ექვსი
** სამუშაო საათები: 10:00-19:00.
** გამოსაცდელი ვადა: ორი თვე (ანაზღაურებადი).

საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი: თბილისი, აკაკი ბელიაშვილის #86.
ვებ-გვერდი:  www.bellemaison.ge | www.facebook.com/bellemaisontbilisi | www.facebook.com/VilleroyandBochGeorgia

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: david@bellemaison.ge

კანდიდატები გაივლიან რამდენიმე ეტაპიან გასაუბრებას.

სავალდებულოა: რეზიუმე ქართულ ან ინგლისურ ენაზე; "subject"-ში მიუთითეთ "გაყიდვების ჯგუფის ხელმძღვანელი".    

გაითვალისწინეთ, რომ რეზიუმე, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს სრულიად, არ განიხილება;
გაითვალისწინეთ, რომ  ფოტოსურათის გარეშე გამოგზავნილი CV, არ დაექვემდებარება   განხილვას.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე