საწყობის მენეჯერი - ზესტაფონი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საწყობის მენეჯერი - ზესტაფონი
მომწოდებელი: სამშენებლო კოლეჯი კონსტრუქტ2
გამოქვეყნდა: 6 დეკ / ბოლო ვადა: 20 დეკ
ა(ა)იპ სამშენებლო კოლეჯი "კონსტრუქტ2" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე ზესტაფონში.

მოვალეობები და ფუნქციები:

** საწყობის მუშაობისათვის კოორდინაციის გაწევა, შემოსავალ-გასავალის აღრიცხვა;
** სასწავლო პრაქტიკისათვის საჭირო სასწავლო მასალებით უზრუნველყოფა, ასევე, სამეურნეო საჭიროებისათვის საჭირო მასალების დროულად შეძენა;
** მატერიალური აქტივების მიღებისა და ხარჯვის დოკუმენტების კანონმდებლობის შესაბამისად შედგენა.

კვალიფიკაცია: აღნიშნულ პოზიციაზე, მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება.

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაცია;
** ორგანიზებულობა;
** კონფლიქტური სიტუაციების ეფექტური მართვა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე: vacancyconstruct2@gmail.com არაუგვიანეს 2018 წლის 20 დეკემბრისა (გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, სათაურის (subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება).
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე