შრომის დაცვისა და ტექნიკური უსაფრთხოების მენეჯერი - ზესტაფონი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: შრომის დაცვისა და ტექნიკური უსაფრთხოების მენეჯერი - ზესტაფონი
მომწოდებელი: სამშენებლო კოლეჯი კონსტრუქტ2
გამოქვეყნდა: 6 დეკ / ბოლო ვადა: 20 დეკ
ა(ა)იპ სამშენებლო კოლეჯი "კონსტრუქტ2" აცხადებს ვაკანსიას შრომის დაცვისა და ტექნიკური უსაფრთხოების მენეჯერის პოზიციაზე ზესტაფონში.

მოვალეობები და ფუნქციები:

** კოლეჯის ხელმძღვანელების მიერ სხვადასხვა (მეტროლოგიის, ხანძარსაწინააღმდეგო, გარემოს დაცვის, სტანდარტიზაციის და სხვა) ორგანიზაციებთან გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების დაცვის რეგულარული კონტროლი.
** საფრთხის იდენტიფიცირება, ზოგადი და სპეციფიკური შრომითი რისკების შეფასება სტანდარტული "ჩეკ-ლისტის" დახმარებით.
** პერსონალის უსაფრთხოების დაცვის საშუალებებით (PPE) უზრუნველყოფა მაღალი რისკის ადგილებზე;
** საევაკუაციო გეგმებისა და თვალსაჩინოებების/ჰიქტოგრამებით უზრუნველყოფა (გამაფრთხილებელი ნიშნების) საჭირო ადგილებზე.
** სახანძრო უსაფრთხოების ბალონებისა და სამედიცინო ყუთების არსებობის უზრუნველყოფა.
** სტუდენტების/პერსონალისათვის საფრთხის გამომწვევი მიზეზის შემცირებასა და პრევენციაზე ზრუნვა.
** საშიშროებების, რისკებისა და ინციდენტების სისტემატური ანალიზის წარმოება;
** თანამშრომლებთან პირველადი და მიმდინარე ინსტრუქტაჟების ჩატარება;
** საშიშროების კონტროლისა და მონიტორინგის სისტემის შექმნა, რისთვისაც აწარმოებს ინციდენტების რეპორტირებას; პროცესის მოდელირებას; სხვადასხვა შემთხვევებისთვის კრიზისული გეგმის შემუშავებას.

კვალიფიკაცია: აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ეფექტური კომუნიკაცია;
** ორგანიზებულობა;
** კონფლიქტური სიტუაციების ეფექტური მართვა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე: vacancyconstruct2@gmail.com არაუგვიანეს 2018 წლის 20 დეკემბრისა (გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, სათაურის (subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება).
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე