მატერიალ. რესურსების უზრუნვ. და ლოჯისტიკის მენეჯერი - ზესტაფონი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მატერიალ. რესურსების უზრუნვ. და ლოჯისტიკის მენეჯერი - ზესტაფონი
მომწოდებელი: სამშენებლო კოლეჯი კონსტრუქტ2
გამოქვეყნდა: 6 დეკ / ბოლო ვადა: 20 დეკ
ა(ა)იპ სამშენებლო კოლეჯი "კონსტრუქტ2" აცხადებს ვაკანსიას მატერიალური რესურსების უზრუნველყოფისა და ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე ზესტაფონში.

მოვალეობები და ფუნქციები:

** კოლეჯისათვის აუცილებელი შესყიდვის ოპერაციების ტექნიკური განხორციელება და გაფორმება კანონის სრული დაცვით;
** შესყიდვის ციკლისათვის კოლეჯის დირექციის მიერ დადგენილი შიდა რეგულაციის დაცვა: კოლეჯის შესყიდვების მენეჯერის მიერ ამორჩეული ინვოისების მიღება და აღნიშნულ ობიექტებში საქონლის შეძენა;
** შესყიდვისას პროვაიდერებისაგან აუცილებელი დოკუმენტაციის მიღება;
** შეძენილი პროდუქტების მიღება, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე;
** ხარჯთაღრიცხვების და კალკულაციების გადამოწმება;
** პროვაიდერთა მონაცემთა ბაზის შექმნა და მისი მუდმივი განახლება;
** კოლეჯის გამართული საქმიანობის უზრუნველყოფისათვის თანამშრომლებისაგან განაცხადების მიღება (მაგ: საკანცელარიო ნივთების და ა.შ) და სათანადო მოთხოვნის მომზადება სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით;
** სასწავლო პრაქტიკისათვის საჭირო სასწავლო მასალების, ასევე სამეურნეო საჭიროებისათვის საჭირო მასალების დროულად შეძენის უზრუნველყოფა;
** მატერიალური რესურსის მოვლა-პატრონობის და შენახვის საკითხის გაკონტროლება, კოლეჯის ბალანსზე არსებული ქონების დაცვა და მისი რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფა;
** კოლეჯის შენობასა და პერიმეტრზე მუდმივი დაკვირვება;
** უზრუნველყოფს კოლეჯის შენობების, საკომუნიკაციო საშუალებებისა და კომუნალური ინფრასტრუქტურის მოწესრიგებულობის უზრუნველყოფა;
** კოლეჯის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მონაცემთა შექმნა; კოლეჯის ტექნიკური აღჭურვილობის პერიოდული აღწერა;
** მატერიალური რესურსების გამოყენების კონტროლი;
** შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშის მომზადება და წარდგენა დირექტორის მოადგილისთვის.

კვალიფიკაცია:

** უმაღლესი განათლება
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაცია;
** ორგანიზებულობა;
** კონფლიქტური სიტუაციების ეფექტური მართვა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე: vacancyconstruct2@gmail.com არაუგვიანეს 2018 წლის 20 დეკემბრისა (გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, სათაურის (subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება).
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე