დამლაგებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: დამლაგებელი
მომწოდებელი: სასტუმრო ეკო რუმს
გამოქვეყნდა: 5 დეკ / ბოლო ვადა: 3 იან
სასტუმრო "ეკო რუმს" აცხადებს ვაკანსიას დამლაგებლის თანამდებობაზე.

ანაზღაურება: 500 ლარი.
მუშაობის გრაფიკი: კვირაში ექვსი დღე.

საჭირო უნარები:

** ადმინისტრაციული პრინციპების ცოდნა;
** რამდენიმე ამოცანის ერთდროულად შესრულების უნარი;
** კარგი საკომუნიკაციო უნარები;
** კარგი ორგანიზაციული უნარები;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებისადმი ყურადღებიანობა.

მოვალეობები:

** სასტუმროში განთავსებული ყველა ნომრის მომსახურება;
** დაკარგული ნივთების შესაბამის სივრცეში მოთავსება;
** პასუხისმგებლობა კორიდორის მონაკვეთის სისუფთავეზე, მათ შორის ხალიჩის, პლინთუსის, ნახატების, შვერილების, სკამებისა და მაგიდების;
** ლოგინის გადასაფარებლების, ზეწრების, საბნების ხშირი წმენდა და დასუფთავების დეპარტამენტში აღრიცხვა;
** ყოველდღიური აღრიცხვის გაკეთება, რაც თავის თავში მოიცავს სასტუმროს ერთჯერადი ყოველდღიური მოხმარების ნივთების, საწმენდი ქიმიური ნივთიერებების, ოთახში არსებული ჭურჭლის და სხვა ინვენტარის აღრიცხვას,
** სტუმრის გასვლის შემდეგ ოთახის შემოწმება და ადმინისტრაციისთვის ნებისმიერი ხარვეზის შეტყობინება;
** უზრუნველყოს მთელი აღჭურვილობის კარგ მდგომარეობაში შენახვა და ნებისმიერი ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შეატყობინოს შესაბამის პირებს;
** დარწმუნდეს, რომ წუნდებული თეთრეული სწორადაა აღმოჩენილი;
** გაუწიოს სტუმარს მომსახურება სპეციალური მოთხოვნის შემთხვევაში.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი მონაცემები (CV ფოტოსურათით), შემდეგ მისამართზე: ecoroomstbilisi@gmail.com არაუგვიანეს 2019 წლის 3 იანვრისა და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე