ელექტრო-ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ელექტრო-ინჟინერი
მომწოდებელი: Hydrolea
გამოქვეყნდა: 5 დეკ / ბოლო ვადა: 19 დეკ
თანდართული ფაილი: 198956-hydrolea-app-forms.zip
კომპანია "ჰიდროლეა" დაარსებულია 2013 წელს. იგი საქართველოში ახორციელებს განახლებად ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურების პროექტების მშენებლობასა და მათ ოპერირებას.

კომპანიის მისიაა ჩამოყალიბდეს წამყვან ჰიდროენერგეტიკულ კომპანიად და თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოს ენერგეტიკის სექტორის ეკონომიკური ზრდისა და მდგრადი განვითარების საქმეში. "ჰიდროლეას" ინვესტიციით ქვეყანაში უკვე აშენდა მცირე და საშუალო ზომის ჰიდროელექტროსადგურები, საერთო მოცულობით 21,7 მეგავატი.

"ჰიდროლეაში" და მის შვილობილ კომპანიებში ამაჟამად 125 თანამშრომელია დასაქმებული.

"ჰიდროლეას" მენეჯმენტს აქვს საფუძვლიანი საერთაშორისო გამოცდილება ენერგეტიკულ სექტორში ინვესტირების, პროექტების მომზადების, პროექტირების, მშენებლობისა და ოპერირების კუთხით.

შპს "ჰიდროლეა" ამჟამად აცხადებს ვაკანსიას მთავარი ელექტრო-ინჟინერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:

** ჰიდროელექტროსადგურების ელექტროდანადგარების უავარიო და საიმედო მუშაობის უზრუნველყოფა;
** მთავარ ინჟინერთან ერთად მიმდინარე და კაპიტალური რემონტების მოცულობისა და გრაფიკის დაგეგმვა;
** სადგურებში მიმდინარე ყოველდღიურ სამუშაოებში მონაწილეობა;
** სადგურებში აღმოჩენილი დეფექტებისა და უწესივრობების მაქსიმალურად სწრაფად გამოსწორების ღონისძიებებში მონაწილეობა;
** ახალი ჰიდროელექტორსადგურის საპროექტო სამუშაოებში მონაწილეობის მიღება;
** ახალი ჰიდროელექტროსადგურის ელექტრო მოწყობილობების მონტაჟში და გაწყობით სამუშაოებში მონაწილეობის მიღება;
** საქართველოს მასშტაბით სამსახურეობრივ მივლინებაში გამგზავრება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება (ელექტრული განხრით);
** ელექტრო-ინჟინრად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ჰიდროელექტროსადგურზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** რუსული და/ან ინგლისური ენების ცოდნა;
** მართვის მოწმობა "B" კატეგორია.

პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, შეუძლიათ შეავსონ სააპლიკაციო ფორმა და გამოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@hydrolea.com  2018 წლის 19 დეკემბრამდე.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კვალიფიცირებულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე