ფართო პროფილის მეჩარხე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ფართო პროფილის მეჩარხე
მომწოდებელი: სახ. სამხედრო სამეცნიერო ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 5 დეკ / ბოლო ვადა: 5 თებ
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას ფართო პროფილის მეჩარხის პოზიციაზე - პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით.

კატეგორია: ტექნიკური სამუშაოები;
ანაზღაურება: 500-დან 1500 ლარამდე;
მდებარეობა: ქ. თბილისი.

ორგანიზაცია ეძებს მოტივირებულ თანამშრომელს, რომელსაც ექნება შესაძლებლობა თავისი ცოდნა და გამოცდილება გამოიყენოს ეროვნული სამხედრო, სამრეწველო კომპლექსის განვითარების საქმეში.

ფუნქციები და პასუხისმგებლობა:

** დეტალების დამუშავება საბურღ-სახარატო და საღარავ ჩარხებზე მე-12 ქვალიტეტით, სახეხ ჩარხებზე გამაციებელი სითხეების გამოყენებით მე-11 ქვალიტეტით, უნივერსალური სამარჯვებისა და მჭრელი იარაღის გამოყენებით, ტექნოლოგიური პროცესის შესაბამისად;
** დეტალებში ერთ სიბრტყეში მდებარე გამჭოლი და გლუვი ნახვრეტების ბურღვა, განბურღვა, ზენკერება - კონდუქტორებში, თარგებით, ბრჯენებით და დაჩნევის მიხედვით - საბურღ ჩარხებზე;
** 2 მმ-დან 24 მმ-დე დიამეტრის გამჭოლ და ყრუ ნახვრეტებში ხრახნკუთხვილის მოჭრა საბურღ ჩარხებზე;
** გარე და შიდა სამკუთხა ხრახნკუთხვილის მოჭრა გარე და შიგა ხრახნმჭრელებით სახარატო ჩარხებზე;
** ბრტყელი ზედაპირების, კილოების, განაჭრების, კოტების, ცილინდრული ზედაპირების ღარვა ფრეზებით;
** ჩარხის მაგიდაზე და სამარჯვებში დეტალების დაყენება და შემოწმება.

სამუშაოს მოთხოვნები:

უნდა ქონდეს:

** საშუალო განათლება, სასურველია პროფესიული განათლება;
** შესაბამის სფეროში 2 წლამდე სამუშაო გამოცდილება.

უნდა იცოდეს:

** სხვადასხვა ტიპის საბურღი, სახარატო, საღარავი და სახეხი ჩარხების მოქმედების პრინციპები;
** ყველაზე მეტად გავრცელებული სამარჯვების, საკონტროლო-მზომი იარაღების, სპეციალური მჭრელი იარაღების დანიშნულება და გამოყენების პირობები;
** დასამუშავებელი მასალების მარკირება და ძირითადი მექანიკური თვისებები;
** საჭრისების და ბურღების ალესვის და დაყენების წესები;
** ფრეზების და საჭრისების სახეობები და ძირითადი კუთხეები;
** სახეხი ქარგოლების და სეგმენტების სახეობები;
** სახეხი ქარგოლების სწორების ხერხები და მათი გამოყენების პირობები;
** გამაციებელი სითხეების და ზეთების დანიშნულება და თვისებები;
** დაშვებების და ჩასმების სისტემა;
** ქვალიტეტები და სიმქისის პარამეტრები.

უნარები:

** გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა;
** სწრაფვა მუდმივი განვითარებისკენ;
** ცვლილებებისადმი ადაპტაცია;
** კომუნიკაცია;
** პროფესიონალიზმი;
** პროდუქტიულობა;
** ხარისხზე ორიენტირება;
** უსაფრთხოება;
** სტრესულ გარემოში მუშაობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "ფართო პროფილის მეჩარხე".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე