ელექტრომოწყობილობების მემონტაჟე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ელექტრომოწყობილობების მემონტაჟე
მომწოდებელი: სახ. სამხედრო სამეცნიერო ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 5 დეკ / ბოლო ვადა: 5 თებ
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას ელექტრომოწყობილობების მემონტაჟის პოზიციაზე - პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით.

კატეგორია: ტექნიკური სამუშაოები;
ანაზღაურება: 500-დან 1500 ლარამდე;
მდებარეობა: ქ. თბილისი.

ორგანიზაცია ეძებს მოტივირებულ თანამშრომელს, რომელსაც ექნება შესაძლებლობა თავისი ცოდნა და გამოცდილება გამოიყენოს ეროვნული სამხედრო, სამრეწველო კომპლექსის განვითარების საქმეში.

ფუნქციები და პასუხისმგებლობა:

** არართული ელექტრომოწყობილობების მონტაჟი და დემონტაჟი;
** მოსამზადებელი სამუშაოს შესრულება კაბელებისა და ძალური გამტარების დამზადებისას: ელექტრო ჩალიჩების ნამზადის გაკეთება, მარკირება, ხუფების დაყენება, დაბოლოების გაწმენდა, იზოლირება, გარეცხვა, დაბოლოებზე ბუნიკების დაყენება და ა.შ.;
** ყველა ტიპის ელექტრო გამტარების კვეთის განსაზღვრა და გაზომვა;
** ელექტროაგრეგატებზე გასართების შეერთება და მათი შეხება და პლომბირება;
** თერმომდგრადი გამტარებისგან დამზადებული ჩალიჩებბის გაყვანა და დამაგრება;
** აკუმულატორების დაყენება და დამაგრება ადვილად მისადგომ ადგილებში მონტაჟისთვის;
** მაღალი კვალიფიკაციის ელ.მემონტაჟესთან ერთად მონაწილეობის მიღება ფიდელური სქემების გასინჯვაზე და გამტარების იზოლაციის წინაღობის განსაზღვრაზე.

სამუშაოს მოთხოვნები:

უნდა ქონდეს:

** საშუალო განათლება, სასურველია პროფესიული განათლება;
** შესაბამის სფეროში 2 წლამდე სამუშაო გამოცდილება.

უნდა იცოდეს:

** ნაკლებად რთული ელექტრომოწყობილობების მონტაჟისა და დაშლის ტექნოლოგია და მათზე წარდგენილი ტექნიკური მოთხოვნები;
** გამტარების ტიპი და კვეთები, ნომეკლატურა, ფიზიკური და მექანიკური თვისებები, ჩალიჩების დახვევის და განშლის მეთოდი სამონტაჟო სქემების მიხედვით;
** სტანდარტული ელექტრომზომი მოწყობილობების გამოყენების წესები და დანიშნულება;
** ელექტრო ტექნიკის საფუძვლები, მასალათა მცოდნეობა;
** უბრალო სამონტაჟო და ნახევარსამონტაჟო ელექტროსქემები და მათი გამოყენების წესები.

უნარები:

** გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა;
** სწრაფვა მუდმივი განვითარებისკენ;
** ცვლილებებისადმი ადაპტაცია;
** კომუნიკაცია;
** პროფესიონალიზმი;
** პროდუქტიულობა;
** ხარისხზე ორიენტირება;
** უსაფრთხოება;
** სტრესულ გარემოში მუშაობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "ელექტრომოწყობილობების მემონტაჟე".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე