ხარატი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ხარატი
მომწოდებელი: სახ. სამხედრო სამეცნიერო ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 5 დეკ / ბოლო ვადა: 5 თებ
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას ხარატის პოზიციაზე - პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით.

კატეგორია: ტექნიკური სამუშაოები;
ანაზღაურება: 500-დან 1500 ლარამდე;
მდებარეობა: ქ. თბილისი.

ორგანიზაცია ეძებს მოტივირებულ თანამშრომელს, რომელსაც ექნება შესაძლებლობა თავისი ცოდნა და გამოცდილება გამოიყენოს ეროვნული სამხედრო, სამრეწველო კომპლექსის განვითარების საქმეში.

ფუნქციები და პასუხისმგებლობა:

** დეტალების სახარატო დამუშავება მე-12—14 კვალიტეტებით, მჭრელი ინსტრუმენტების და უნივერსალური ჩარხების და სამარჯვების გამოყენებით;
** მე-8—11 კვალიტეტებით დამუშავება სპეციალიზებულ ჩარხებზე, რომლებიც აწყობილი იქნება ცალკეული, უბრალო და საშუალო სირთულის დეტალების ან ცალკეული ოპერაციების შესასრულებლად;
** გარე და შიგა ხრახნების მოჭრა (სამკუთხა და სწორკუთხა ხრახნების) გარე და შიგა ხრახნმჭრელებით 650-2000 მმ-მდე ცენტრების სიმაღლის მქონე ჩარხების მართვა, დახმარება, დეტალების დაყენება, მოხსნაზე, უფრო მაღალი კვალიფიკაციის ხარატის ზედამხედველობით;
** ბურბუშელისგან ჩარხის გასუფთავება.

სამუშაოს მოთხოვნები:

უნდა ქონდეს:

** საშუალო განათლება, სასურველია პროფესიული განათლება;
** შესაბამის სფეროში 2 წლამდე სამუშაო გამოცდილება.

უნდა იცოდეს:

** ერთგვაროვანი ჩარხების მოწყობა და მუშაობის პრინციპი;
** უფრო გავრცელებული უნივერსალური სამარჯვებისა და ინსტრუმენტების დანიშნულება და გამოყენების პირობები;
** საჭრისისა და ბურღების ალესვის წესი, ჭრის კუთხის გათვალისწინებით;
** ჩასმისა და დაშვების სისტემების ცოდნა;
** კვალიტეტები და სიმქისის პარამეტრები;
** საპოხ-გამაცივებელი სითხეების დანიშნულება.

უნარები:

** გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა;
** სწრაფვა მუდმივი განვითარებისკენ;
** ცვლილებებისადმი ადაპტაცია;
** კომუნიკაცია;
** პროფესიონალიზმი;
** პროდუქტიულობა;
** ხარისხზე ორიენტირება;
** უსაფრთხოება;
** სტრესულ გარემოში მუშაობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "ხარატი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე