ამწყობი-მემოქლონე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ამწყობი-მემოქლონე
მომწოდებელი: სახ. სამხედრო სამეცნიერო ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 5 დეკ / ბოლო ვადა: 5 თებ
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას ამწყობი-მემოქლონის პოზიციაზე - პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით.

კატეგორია: ტექნიკური სამუშაოები;
ანაზღაურება: 500-დან 1500 ლარამდე;
მდებარეობა: ქ. თბილისი.

ორგანიზაცია ეძებს მოტივირებულ თანამშრომელს, რომელსაც ექნება შესაძლებლობა თავისი ცოდნა და გამოცდილება გამოიყენოს ეროვნული სამხედრო, სამრეწველო კომპლექსის განვითარების საქმეში.

ფუნქციები და პასუხისმგებლობა:

** სხვადასხვა ტექნიკის მარტივი კვანძების, დეტალების სამარჯვებში აწყობა და მათი ადგილზე მორგება;
** აგრეგატების სამარჯვებში საამწყობო სამუშაოების ჩატარება - მოქლონვით: შემონაკერის დახურული მხრიდან, ორმხრივი შემონაკერების ნახვრეტებიდან, მილის ფორმის აგრეგატების, სხვადასხვა შენადნობებისგან დამზადებული ელემენტების შემოსაჭრელი, გასაბურღი, გასაქლიბი, ჩასაღრუებელი და დასამოქლონებელი ოპერაციები;
** დეტალების დაყენება საამწყობო ნახვრეტებით, კუთხმზომით, თარგით, სახაზავით დასაყენებელი დეტალების გლუვი მანჭვლებით, ქანჩყურათი, მიმჭერებით, საკონტროლო მოქლონებით და სხვა ფიქსატორებით სამარჯვებში დამაგრებით.

სამუშაოს მოთხოვნები:

უნდა ქონდეს:

** საშუალო განათლება, სასურველია პროფესიული განათლება;
** შესაბამის სფეროში 2 წლამდე სამუშაო გამოცდილება;

უნდა იცოდეს:

** სხვადასხვა კვანძების აწყობის ტექნოლოგიური პროცესი;
** კვანძური საამწყობო ნახაზების წაკითხვა;
** პირდაპირი და უკუ მოქლონვის ტექნოლოგია;
** მოქლონვის და აწყობის რაციონალური თანმიმდევრობის მეთოდები;
** ბრტყელი შემონაკერების და კვანძების მოქლონვის და აწყობის ტექნოლოგიური პირობები;
** მოქლონის დიამეტრის შესაბამისად ნახვრეტის გასაბურღად ბურღის დიამეტრის სწორად შერჩევა;
** გამოყენებულ მასალებზე კოროზიის გაჩენის და მისი აღმოფხვრის მეთოდები;
** ანტიკოროზიული დაფარვის ძირითადი სახეობები;
** ალუმინის შენადნობების თერმული დამუშავების დანიშნულება და სახეობები;
** სამუშაო და მზომი ინსტრუმენტების დანიშნულება და მოწყობა;
** გამოსაყენებელი მოწყობილობების მუშაობის პრინციპი და მომსახურების წესები;
** საამწყობო კვანძებისა და აგრეგატების კონსტრუქცია და დანიშნულება.

უნარები:

** გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა;
** სწრაფვა მუდმივი განვითარებისკენ;
** ცვლილებებისადმი ადაპტაცია;
** კომუნიკაცია;
** პროფესიონალიზმი;
** პროდუქტიულობა;
** ხარისხზე ორიენტირება;
** უსაფრთხოება;
** სტრესულ გარემოში მუშაობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "ამწყობი-მემოქლონე".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე