ელექტროშემდუღებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ელექტროშემდუღებელი
მომწოდებელი: სახ. სამხედრო სამეცნიერო ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 5 დეკ / ბოლო ვადა: 5 თებ
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას ნახევარად ავტომატურ და ავტომატურ მანქანებზე ელექტროშემდუღებლის პოზიციაზე - პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით.

კატეგორია: ტექნიკური სამუშაოები;
ანაზღაურება: 500-დან 1500 ლარამდე;
მდებარეობა: ქ. თბილისი.

ორგანიზაცია ეძებს მოტივირებულ თანამშრომელს, რომელსაც ექნება შესაძლებლობა თავისი ცოდნა და გამოცდილება გამოიყენოს ეროვნული სამხედრო, სამრეწველო კომპლექსის განვითარების საქმეში.

ფუნქციები და პასუხისმგებლობა:

** ნახშირბადოვანი და კონსტრუქციული ფოლადების უბრალო კვანძების ავტომატიზირებული და მექანიზირებული შედუღება;
** ავტომატური ელექტროწიდური შედუღების დანადგარების და სპეციალური კონსტრუქციის ავტომატების მომსახურების სამუშაოების შესრულება უფრო მაღალი კვალიფიკაციის მქონე ელექტროშემდუღებლის ხელმძღვანელობით;
** დეტალების, ნაკეთობების, კონსტრუქციების ყველა სივრცობრივ მდგომარეობაში ნახევრად ავტომატებით მოჭიდება;
** ლითონის შესადუღებლად მომზადება;
** დეტალების და სხმულების დეფექტების დადუღება;
** ავტომატიზირებული და მექანიზირებული შედუღებისთვის დეტალების და ნაკეთობების გაწმენდა;
** დეტალების და ნაკეთობების სამარჯვებში ჩამაგრება;
** ელექტროდული მავთულის გაწყობა;
** მარტივი ნახაზების კითხვა.

სამუშაოს მოთხოვნები:

უნდა ქონდეს:

** საშუალო განათლება, სასურველია პროფესიული განათლება;
** შესაბამის სფეროში 2 წლამდე სამუშაო გამოცდილება.

უნდა იცოდეს:

** გამოყენებული ელექტროსაშემდუღებლო ავტომატების და ნახევრად ავტომატების მოქმედების პრინციპი;
** გამოყენებადი კვების წყაროები;
** შედუღების შეერთებების და ნაკერების სახეობები;
** ნახაზებზე შედუღების ნაკერების აღნიშვნების და დამუშავების ტიპები;
** ლითონის შედუღებისთვის მომზადების წესები;
** ელექტროდული მავთულის, ფლუსების, დამცავი აირის გამოყენების პირობები და შესადუღებელი ლითონების და შენადნობების თვისებები;
** საკონტროლო-მზომი ხელსაწყოების დანიშნულება და გამოყენების პირობები;
** ავტომატური და მექანიზირებული შედუღების დანიშნულება და გამოყენების პირობები;
** შედუღების დროს ლითონის დეფორმაციის წარმოქმნის მიზეზები და მისი თავიდან არიდების ხერხები.

უნარები:

** გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა;
** სწრაფვა მუდმივი განვითარებისკენ;
** ცვლილებებისადმი ადაპტაცია;
** კომუნიკაცია;
** პროფესიონალიზმი;
** პროდუქტიულობა;
** ხარისხზე ორიენტირება;
** უსაფრთხოება;
** სტრესულ გარემოში მუშაობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "ნახევარად ავტომატურ და ავტომატურ მანქანებზე ელექტროშემდუღებელი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე