ამწყობი ზეინკალი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ამწყობი ზეინკალი
მომწოდებელი: სახ. სამხედრო სამეცნიერო ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 5 დეკ / ბოლო ვადა: 5 თებ
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას ამწყობი-ზეინკლის პოზიციაზე - პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით.

კატეგორია: ტექნიკური სამუშაოები;
ანაზღაურება: 500-დან 1500 ლარამდე;
მდებარეობა: ქ. თბილისი.

ორგანიზაცია ეძებს მოტივირებულ თანამშრომელს, რომელსაც ექნება შესაძლებლობა თავისი ცოდნა და გამოცდილება გამოიყენოს ეროვნული სამხედრო, სამრეწველო კომპლექსის განვითარების საქმეში.

ფუნქციები და პასუხისმგებლობა:

** მარტივი კვანძების და მექანიზმების აწყობა და რეგულირება.
** დეტალების საზეინკლო დამუშავება და მორგება მე-12, მე-14 ქვალიტეტებით.
** საშუალო სირთულის კვანძების და მექანიზმების აწყობა სპეციალური სამარჯვების გამოყენებით.
** ნამზადების ჭრა წნელოვანი და ფურცლოვანი მასალისგან ხერხუნის და ხელის მაკრატლის გამოყენებით.
** ნაზოლების მოხსნა.
** ნახვრეტების ბურღვა მონიშვნის მიხედვით ან კონდუქტორით, მარტივ საბურღ ჩარხზე, ან აგრეთვე პნევმატური და ელექტრული მანქანებით.
** ხრახნკუთხვილის მოჭრა შიდა და გარე ხრახნმჭრელებით.
** მარტივი დეტალების მონიშვნა.
** დეტალების და კვანძების შეერთება, წებოთი, ჭანჭიკებით და ცივად დამოქლონებით.
** აწყობილი დეტალების და კვანძების გამოცდა სტენდზე.
** უფრო მაღალი კვალიფიკაციის ზეინკალთან ერთად მონაწილეობის მიღება რთული კვანძების და მანქანების აწყობაში დეტალების მორგებით, კბილანური გადაცემების რეგულირებაში ნახაზით და ტექნიკური პირობებით მოცემული რადიალური და გვერდითი ღრეჩოების დაყენებით.

სამუშაოს მოთხოვნები:

უნდა ქონდეს:

** საშუალო განათლება, სასურველია პროფესიული განათლება;
** შესაბამის სფეროში 2 წლამდე სამუშაო გამოცდილება.

უნდა იცოდეს:

** ტექნიკური პირობები ასაწყობ კვანძებზე და მექანიზმებზე, მარტივი სამუშაო იარაღების დანიშნულება და დასახელება;
** დასამუშავებელი მასალების დასახელება და მარკირება;
** ასაწყობი კვანძების და მექანიზმების დაშვებების და ჩასმების სისტემა;
** დასამუშავებელი ლითონების ძირითადი მექანიკური თვისებები;
** თერმული დამუშავების და შედუღებისას დეფორმაციის აღმოფხვრის ხერხები;
** კოროზიის გაჩენის მიზეზები და მასთან ბრძოლის ხერხები;
** საკონტროლო-მზომი იარაღების და ყველაზე მეტად გავრცელებული სპეციალური და უნივერსალური სამარჯვების დანიშნულება და გამოყენების წესები;
** საპოხი სითხეების დანიშნულება და მათი გამოყენების ხერხები;
** მარტივი დეტალების მონიშვნის წესები.

უნარები:

** გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა;
** სწრაფვა მუდმივი განვითარებისკენ;
** ცვლილებებისადმი ადაპტაცია;
** კომუნიკაცია;
** პროფესიონალიზმი;
** პროდუქტიულობა;
** ხარისხზე ორიენტირება;
** უსაფრთხოება;
** სტრესულ გარემოში მუშაობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "ამწყობი-ზეინკალი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე