ავტომატიზაციის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ავტომატიზაციის სპეციალისტი
მომწოდებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
გამოქვეყნდა: 5 დეკ / ბოლო ვადა: 21 დეკ
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" - წამყვანი კომპანია საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით თბილისისა და მისი შემოგარენის უზრუნველყოფა, აცხადებს ვაკანსიას ავტომატიზაციის სპეციალისტის თანამდებობაზე.

მოვალეობა/პასუხისმგებლობა:

** ავტომატიზაციის პროექტების მექანიკური ნახაზების მომზადება;
** ავტომატიზაციის ელემენტების აწყობა;
** პროექტის შესაბამისად სამონტაჟო სამუშაოების შესრულება;
** SCADA სისტემის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** პროექტის დასრულებისას მიღება-ჩაბარების გაფორმების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება სასურველია ელექტრო-ინჟინერიის განხრით;
** პროექტირების მეთოდების და ტექნიკურ-ეკონომიკური გათვლების წარმოების ცოდნა;
** ავტომატიზაციის სამუშაოს პრინციპების ცოდნა, დანადგარების წარმოების მონტაჟის ტექნოლოგიის ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: recruitment@georgianwater.com არაუგვიანეს 2018 წლის 21 დეკემბრისა.

წერილის სათაურში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე