პრომოუტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პრომოუტერი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 5 დეკ / ბოლო ვადა: 21 დეკ
"თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას პრომოუტერის თანამდებობაზე.

ვაკანსიის კოდი: TGM0000242
ადგილმდებარეობა: თბილისი, სათაო ოფისი
კატეგორია: გაყიდვები
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება 1 წელი, გაყიდვების სფეროში.
** განათლება: ბაკალავრის ხარისხი.

ენების ცოდნა:

** ქართული - ძალიან კარგი
** რუსული - საშუალო
** ინგლისური - საშუალო.

უნარები:

** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** ვერბალური კომუნიკაციის უნარი
** დაგეგმვის უნარი
** სტრესული სიტუაციების გამკლავების უნარი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი.

დამატებითი მოთხოვნა: სამშენებლო და ტექნიკის სფეროში გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება დამატებით უპირატესობად.

სამუშაოს აღწერა:

** კლიენტებისთვის პროდუქციის ასორტიმენტის გაცნობა და კონსულტაციის გაწევა;
** შეკვეთის მიღება და მონიტორინგი;
** კომპანიის ბრენდების "ცხელ ზონებში" განთავსება;
** მერჩენდაიზინგის სტანდარტების სრული დაცვა;
** ადგილზე არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და ინფორმაციის მოწოდება;
** დაგეგმილი მარკეტინგული აქტივობების მონიტორინგი;
** პროდუქციის რეალიზაციის გაზრდის მიზნით მომხმარებლების ბაზის შედგენა და მათთან გრძელვადიანი კომერციული ურთიერთობების დამყარება;
** ადგილზე არსებული კონკურენტული გარემოს შესწავლა, შეფასება და მენეჯმენტისთვის რეკომენდაციების მომზადება დეფიციტური პროდუქტების, მოთხოვნადი პროდუქტების, კონკურენტი კომპანიების სარეალიზაციო პროდუქტების შესახებ.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს https://career.tegetamotors.ge/Job/242

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 21 დეკემბერი, 2018 წ.

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე