პროგრამისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პროგრამისტი
მომწოდებელი: საფინანსო-ანალიტიკური სამსახური
გამოქვეყნდა: 5 დეკ / განახლდა: 5 დეკ / ბოლო ვადა: 31 დეკ
საფინანსო-ანალიტიკური სამსახური აცხადებს ვაკანსიას პროგრამისტის თანამდებობაზე.

სამუშაოს იდენტიფიცირება:

** დეპარტამენტი: პროგრამული უზრუნველყოფის დეპარტამენტი;
** თანამდებობა: პროგრამისტი;
** ანაზღაურება: 2800 ლარიდან 4500 ლარამდე (დამოკიდებულია პრეტენდენტის კვალიფიკაციაზე).

სამუშაოს სპეციფიკაცია:

ზოგადი მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება (ბაკალავრი ან ბაკალავრთან გათანაბრებული);
** შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება.

დარგობრივი მოთხოვნები:

** .NET Framework-ის, C#-ის. Microsoft Visual Studio-ს ცოდნა (ADO.NET, Entity Framework ORM, LINQ -ის პროფესიონალური გამოყენების გამოცდილება აუცილებელია);
** რელაციული მონაცემთა ბაზის თეორიის, SQL-ის ცოდნა. Microsoft SQL Server-ის ბაზაზე აპლიკაციების შემუშავების პროფესიონალური გამოცდილება;
** ASP.NET WebAPI / REST ან/და WCF / SOAP სერვისების შექმნის გამოცდილება;
** HTML/Web ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პროგრამული ტექნოლოგიების ცოდნა და შესაბამისი პროგრამული მოდელის / ბიბლიოთეკების გამოყენების გამოცდილება:

- JavaScript, jQuery, Angular JS
- Microsoft ASP.NET, MVC
- HTML, CSS, Bootstrap
- Kendo UI ბიბლიოთეკასთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

დარგობრივ მოთხოვნებთან დაკავშირებული პროგრამული პაკეტები:

** Microsoft Visual Studio - კარგი;
** Microsoft SQL Server Management Studio - კარგი;
** Microsoft Team Foundation Server - ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვა;
** ერთდროულად რამდენიმე (2 ან მეტი) ამოცანაზე მუშაობის უნარი;
** არანორმირებული სამუშაო დღის პირობებში ეფექტური მოღვაწეობის უნარი;
** ახალი ტექნოლოგიების სწრაფი ათვისების უნარი.

ენების ფლობის დონეები:

** ქართული - კარგი;
** ინგლისური - დამაკმაყოფილებელი.

სამუშაოს მოკლე აღწერა:

** პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა და მოდერნიზაცია;
** პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირებისა და ხარისხის კონტროლის პროცესში აქტიური მონაწილეობა (პროგრამირების პროცესთან და სატესტო გარემოს ადმინისტრირებასთან დაკავშირებით);
** სამსახურის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით ტექნიკური კონსულტაციების გაწევა და ტრენინგების ჩატარება;
** პროგრამული უზრუნველყოფის მუშაობის პროცესში წარმოშობილი პრობლემების აღმოფხვრა.

ფუნქციები და პასუხისმგებლობები:

** პროგრამული კოდის შემუშავება;
** არსებული პროგრამული კოდის რევიზია, ოპტიმიზაცია, გაუმჯობესება;
** შემუშავებული კოდის ტესტირება სპეციალურად ამისათვის შექმნილ სატესტო გარემოში, შესაბამისი პროგრამული სკრიპტების რეალიზაცია, ავტომატური ტესტების შექმნა;
** პროგრამული სისტემების მხარდაჭერა და მათი მონიტორინგი;
** აქტიური თანამშრომლობა უწყების სხვა დეპარტამენტებთან პროგრამული სისტემების შემდგომი განვითარების, ინცინდენტების მართვის და გაუმჯობესების კუთხით;
** კონსულტაციებისა და ტექნიკური დახმარების გაწევა უწყების სხვა დეპარტამენტების თანამშრომლებისათვის მომხმარებლის სახელმძღვანელოების, სპეციფიკაციებისა და სხვა დოკუმენტაციის შექმნისას;
** სხვა მოვალეობებისა და დავალებების შესრულება სამსახურის/დეპარტამენტის ხელმძღვანელის/ჯგუფის ლიდერის მითითებით (დეპარტამენტის ზოგადი ამოცანების/პროექტების და პროფესიონალური კომპეტენციის ფარგლებში).

უფლებამოსილებები:

უფლებამოსილია სთხოვოს დასაბუთება, დასვას საკითხი, მოითხოვოს განმარტება, წარადგინოს საკუთარი ხედვა ჯგუფში არსებულ სამენეჯმენტო და ტექნიკურ პროცესებთან დაკავშირებით.

სამუშაო პირობები:

** ძირითადად საოფისე პირობებში, კომპიუტერთან მუშაობა;
** ყურადღების კონცენტრირების მაღალი დონე;
** თანამშრომლებთან ყოველდღიური ურთიერთობა;
** ხშირ შემთხვევაში 2 მონიტორთან მუშაობის საჭიროება;
** პერიოდულად ზეგანაკვეთურ საათებში მუშაობის აუცილებლობა;
** პროექტების მოთხოვნებიდან გამომდინარე ზეგანაკვეთური საათების ხანგრძლივი გამოყენება (მარტო წინასწარი შეთანხმებით ორგანიზაციის მენეჯმენტთან).

რეზიუმეს (CV) წარმოდგენა უნდა განხორციელდეს შემდეგ ელ. ფოსტაზე fas.hr@mof.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე