მოლარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მოლარე
მომწოდებელი: ავტობანი
გამოქვეყნდა: 5 დეკ / ბოლო ვადა: 5 იან
შპს "ავტობანი 2000" აცხადებს მოლარეს პოზიციაზე ვაკანსიას.

თქვენ გაქვთ შესაძლებლობა გახდეთ "ავტობანის" გუნდის წევრი. ჩვენი კომპანიის მიზანია ხანგრძლივი და სტაბილური ურთიერთობის ჩამოყალიბება თითოეულ თანამშრომელთან.

თანამდებობის მიზანი: შემოსული მომხმარებლის ოპერატიული მომსახურება;

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებელთან ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორება, კომპანიაში არსებული სტანდარტების შესაბამისად;
** სალარო ოპერაციების გამართულად აღრიცხვა, პროგრამული გატარება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** საკონტროლო და სალარო აპარატის, საბანკო პოსტ-ტერმინალის სწორად მართვა;
** დღის ბოლოს სალაროს დახურვა (თანხის მითვლა და გასწორება);
** გაყიდვების აღრიცხვა პროგრამულად და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება;
** თანხობრივი ნაშთების კონტროლი;
** უშუალო ხელმძღვანელთან შესრულეული სამუშაოების შესახებ ყოველდღიური რეპორტინგი;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ სხვა დამატებითი დავალებების შესრულება;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლის სამუშაო გამოცდილება;
** რომელიმე საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება სავალდებულოა (1С ჩაითვლება უპირატესობად);
** რუსული ენის სასაუბრო დონეზე ფლობა;
** საოფისე პროგრამების სამუშაო დონეზე ფლობა (MS Office).

უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელური;
** ორგანიზებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პუნქტუალური;
** შრომისმოყვარე;
** შედეგზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** მოლაპარაკების უნარი;

ავტობანი გთავაზობთ:

** თანამედროვე და მოწესრიგებულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიონალ და მეგობრულ გუნდს;
** ფინანსურ სტაბილურობას;
** კვებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** თანამშრომლებისთვის კომპანიაში არსებული მომსახურებების განსაკუთრებულ პირობებს;

დამატებითი ინფორმაცია:

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ხოშარაულის ქ.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე

კანდიდატები გაივლიან შერჩევის 2 ეტაპს:

** კანდიდატთა პირველადი შერჩევა მიღებული რეზიუმეების საფუძველზე;
** გასაუბრება;

გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@autobani.com; სათაურის ველში (Subject-ში) აუცილებელია მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება (მოლარე), რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე