ტენდერი საინფორმაციო დაფების დამზადებაზე
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტენდერი საინფორმაციო დაფების დამზადებაზე
მომწოდებელი: კავკასიის რეგ. გარემოსდაცვითი ცენტრი
გამოქვეყნდა: 5 დეკ / ბოლო ვადა: 15 დეკ
სატენდერო განცხადების საიდენტიფიკაციო ნომერი: RECC-SP-OL-003-AMMAR-IFAD-2018-12-05

"კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი" (REC Caucasus) აცხადებს ტენდერს საინფორმაციო დაფების (ბანერების) დამზადებაზე.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD "სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზრებზე წვდომისა და მოქნილობის"  (AMMAR) პროექტის დაფინანსებით, გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტის 17 საპილოტო უბანზე მიმდინარეობს ქარსაფარი ზოლის გაშენება, სადაც იგეგმება შესაბამისი პროექტის საინფორმაციო დაფების (ბანერების) დამონტაჟება.

შესყიდვის საგანი მოწოდებულ უნდა იქნას გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების 17 ობიექტზე (ობიექტების ზუსტ მისამართებს მიუთითებს დამკვეთი ორგანიზაცია) 2018 წლის დეკემბერში.

საინფორმაციო დაფები (ბანერები) უნდა დამზადდეს 17 ცალი (ორგანიზაციის მიერ მიწოდებული გამზადებული დიზაინის შესაბამისად).

საინფორმაციო დაფის პარამეტრები: ზომა 140/80 სმ, დიბონდი წყალგამძლე სტიკერით.
დასამონტაჟებელი რკინის ბოძი: თითო დაფისთვის 2 ცალი სისქით 10/10 სმ, სიგრძე 3 მ.

ტენდერში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, მოგვწეროთ:

** ინფორმაცია თქვენი კომპანიის შესახებ
** ინფორმაცია პროდუქტის შესახებ
** მოწოდების ვადები
** ფასი (ტრანსპორტირების ფასის ცალკე მითითებით)

სატენდერო განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 15 დეკემბერი, 16:00 საათი ადგილობრივი დროით.

სატენდერო განაცხადი გამოგზავნილი უნდა იქნეს ფოსტით ან ელექტრონულად. ხელით წარმოდგენის შემთხვევაში - მიღებული უნდა იქნეს "კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის" (REC Caucasus) უფლებამოსილი პირის მიერ, რაზედაც იგი გასცემს წერილობით დასტურს სატენდერო განაცხადის მიღების თაობაზე.

ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდება ხარისხი-ფასის შერჩევის მეთოდის (ტექნიკური კომპონენტი და ფინანსური კომპონენტი) გამოყენების საფუძველზე. 

დამატებითი ინფორმაციისა და შეკითხვებისთვის შეიძლება მიმართოთ ბ-ნ გიორგი ყიფიანს ("კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის" უფლებამოსილი პირი).

"კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი" (REC Caucasus)
ბადრი შოშიტაიშვილის ქ. 13, 0179 თბილისი
ტელ: +995 32 2250775
ელ-ფოსტა: giorgi.kipiani@rec-caucasus.org
ვებ-გვერდი: www.rec-caucasus.org
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე