Game დეველოპერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: Game დეველოპერი
მომწოდებელი: Lemondo
გამოქვეყნდა: 5 დეკ / ბოლო ვადა: 5 იან
კომპანია "Lemondo" აცხადებს ვაკანსიას Unity Game Developer-ის პოზიციაზე, რომელიც იმუშავებს კომპანიის შიდა თამაშებზე.

Lemondo დაარსდა 2010 წელს და არის წამყვანი IT დეველოპერული კომპანია საქართველოში. კომპანიას შექმნილი აქვს არაერთი ვებ და მობაილ აპლიკაციები და თამაშები, როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო ბაზრისთვის. Lemondo Games ქმნის და აქვეყნებს თამაშებს iOS, Android, PS4 და Nintendo პლატფორმისთვის, რომელსაც აქვს 100 მილიონზე მეტი გადმოწერა.

ჩვენ ვეძებთ Unity დეველოპერს სასიამოვნო, კომფორტულ და მეგობრულ გუნდში.

ძირითადი მოვალეობები:

** კრეატიულ ჯგუფთან ერთად ახალი თამაშების შექმნა
** არსებული თამაშების განვითარება, ოპტიმიზაცია და ტექნიკური მხარდაჭერა
** აქტიური მონაწილება დიზაინის, ფუნქციების და ტექნოლოგიური მიმართულებით ანალიზის პროცესში
** ახალი ტექნოლოგიების ათვისება და დანერგვა

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების საფუძვლიანი ცოდნა
** Dot NET / C#
** Unity3D Engine

დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები (სასურველია):

** ვიდეოთამაშების სიყვარული
** C++
** Android Development (ჩაითვლება უპირატესობად)
** iOS Development (ჩაითვლება უპირატესობად)

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** იუმორის გრძნობა
** კომუნიკაბელურობა
** მიზანმიმართულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდურად მუშაობის უნარი
** დამოუკიდებლად კვლევისა და განვითარების უნარი
** კრიტიკისა და რჩევების მიღების უნარი

სამუშაო განაკვეთი: სრული (10:00-19:00, შაბათ-კვირის გარდა. შესვენება: 1 საათი)
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად.

დაინტერესებულ პირებს, რომლებთაც გააჩნიათ საჭირო ცოდნა და გამოცდილება გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV და პორტფოლიო შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@lemondo.com; Subject-ად მიუთითეთ "Game Developer".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე