კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კოორდინატორი
მომწოდებელი: თბილისის ცენტრალური საავადმყოფო
გამოქვეყნდა: 5 დეკ / ბოლო ვადა: 5 იან
თბილისის ცენტრალური საავადმყოფო აცხადებს ვაკანსიას კოორდინატორის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30-17:30; შაბათი 10:00-14:00.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლუბლიანას ქ. 5.
ანაზღაურება: 500 ლარი (ხელზე ასაღები)

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** ინდივიდუალური რიგის დაცვით შესაბამისი მიმართვის მქონე პაციენტების მიცილება საჭირო კაბინეტამდე;
** მიმართვის არმქონე პაციენტების გადამისამართება რეგისტრატურაში, მომსახურების სტანდარტების დაცვით;
** პაციენტის ინფორმირება კლინიკისა და ექიმების სამუშაო გრაფიკის შესახებ;
** საჭიროების შემთხვევაში, პაციენტებისთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდება ექიმის კაბინეტიდან გამოსვლის შემდეგ. ასევე, პაციენტის ინფორმირება კლინიკაში არსებული ამბულატორიული სერვისების შესახებ;
** დღის ბოლოს ანგარიშის წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისთვის, დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** პაციენტების მომსახურება "სერვის პლიუსით" განსაზღვრული მომსახურების სტანდარტების დაცვით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** MS Office-ს მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** კრიზისული სიტუაციის მართვის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** მოწესრიგებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@vivomedical.ge და ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე