კურიერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კურიერი
მომწოდებელი: სფეისი
გამოქვეყნდა: 5 დეკ / ბოლო ვადა: 19 დეკ
"SPACE"-ში ვეძებთ კურიერს!

შენ მოხვდები გუნდში, რომელიც მუშაობს ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ "FinTech" პროექტზე. შენ იქნები იმ გარემოს წევრი, სადაც თითოეულს აქვს შემოქმედებითი თავისუფლება, გადაჭრას რთული და საინტერესო ბიზნეს ამოცანები.

ვის ვეძებთ:

თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული, პუნქტუალური, გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, გაქვს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და თუ იცი მოპედის მართვა, ესე იგი ჩვენ გეძებთ შენ!

შენ დაგევალება:

** "სფეისის" მომხმარებლებთან ამანათების ჩაბარება
** ამანათის ჩაბარებისას, "სფეისის" პროდუქტის მოკლე პრეზენტაცია და საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლებისთვის გარკვეული ტიპის ინსტრუქციის მიცემა.

უნდა გქონდეს:

** მოპედის მართვის გამოცდილება
** A,A1 ან B,B1 კატეგორიის მართვის მოწმობა
** მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება
** უნდა იცოდე თბილისის ქუჩები კარგად
** უნდა იცოდე საგზაო ნიშნები და უსაფრთხოების წესები კარგად
** კარგი იქნება მეგობრობდე ტექნოლოგიებთან

კომპენსაცია და ბენეფიტები:

** ახალი, თანამედროვე მოპედი
** მოპედის აღჭურვილობა
** ბრენდირებული ტანსაცმელი და აქსესუარები

როგორ დაგვიკავშირდე?

19 დეკემბრის ჩათვლით, გამოგვიგზავნე CV მეილზე: career@space.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითე ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე