გაყიდვების კონსულტანტი - მარნეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი - მარნეული
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 5 დეკ / ბოლო ვადა: 31 დეკ
"თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის თანამდებობაზე.

ვაკანსიის კოდი: TGM0000170
ადგილმდებარეობა: მარნეული
კატეგორია: გაყიდვები
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

გამოცდილება:

** მინიმალური სამუშაო გამოცდილება - 1 წელი.
** სფერო - გაყიდვები, კლიენტთა მომსახურება.

განათლება სტუდენტი; ბაკალავრის ხარისხი.

ენების ცოდნა:

** ქართული - ძალიან კარგი
** რუსული - კარგი
** აზერბაიჯანული - საშუალო.

უნარები:

** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი.

დამატებითი მოთხოვნა: საავტომობილო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება დამატებით უპირატესობად.

სამუშაოს აღწერა:

** მომხმარებლის მომსახურება კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** მომხმარებლის საჭიროების დადგენა და მისი ინტერესების მიხედვით, შესაბამისი მომსახურების გაწევა;
** პროდუქციის შეთავაზება, მახასიათებლების ახსნა/დემონსტრირება, დაინტერესების შემთხვევაში ინვოისის მომზადება და მომხმარებლის მოლარე-ოპერატორთან გადამისამართება;
** მომხმარებლისთვის ალტერნატიული პროდუქტის შეთავაზება (ონლაინ კატალოგის მიხედვით);
** კომპანიაში არსებული სიახლეების გაცნობა და შეთავაზება;
** პროდუქციის სასაწყობო ნაშთების კონტროლი და შესაბამისი ანგარიშების წარმოება;
** საჭიროების შემთხვევაში, სტაჟიორ-კონსულტანტის სწავლება.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://career.tegetamotors.ge/Job/170

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 31 დეკემბერი, 2018 წ.

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე