რედაქტორი - კახეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: რედაქტორი - კახეთი
მომწოდებელი: კახეთის საინფორმაციო ცენტრი
გამოქვეყნდა: 4 დეკ / განახლდა: 5 დეკ / ბოლო ვადა: 20 დეკ
"კახეთის საინფორმაციო ცენტრი" (ick.ge), რომელიც 2019 წლის იანვრიდან განაახლებს მუშაობას, აცხადებს ვაკანსიას რედაქტორის პოზიციაზე.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის რეგიონული ოფისი მდებარეობს ქალაქ გურჯაანში. საინფორმაციო ცენტრების ქსელი საჭიროების შემთხვევაში განიხილავს რედაქტორის საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის ან/და ტრანსპორტირებისთვის, სარგებლობის უფლებით ავტომობილის გადაცემის საკითხებს.

ძირითადი მოვალეობები:

** ინფორმაციის წყაროებთან მუშაობა;
** კონტაქტების განვითარება;
** ახალი ამბების, გრძელვადიანი თემების მოძიება, ყოველდღიურად და ყოველკვირეულად პრიორიტეტული თემებისა და საკითხების შერჩევა;
** სარეზერვო თემების მონიშვნა და განახლება;
** უკვე მომზადებული ახალი ამბების მუდმივი მონიტორინგი მათი განახლების მიზნით;
** კორესპონდენტებისა და მოქალაქე-რეპორტიორების მართვა - ინფორმაციის მიღება, ახალი ამბების დაგეგმვა, დავალებების მიცემა, თანამშრომლების ინსტრუქტაჟი;
** მიღებული მასალების რედაქტირება და დახვეწა;
** ick.ge-თვის აქტუალურ საკითხებზე მასალების მომზადება; კვირის მთავარი პრიორიტეტების შესახებ მთავარი რედაქტორისთვის რეკომენდაციების მიწოდება;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ჟურნალისტად მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (მიიჩნევა უპირატესობად);
** კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა;
** გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ;
** სამონტაჟო პროგრამა Adobe Premiere Pro-ს ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი, კრეატიულობა, ენერგიულობა; ეფექტური კომუნიკაციის უნარები;
** ენთუზიაზმი;

ანაზღაურება: 1500 ლარი (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით).

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნონ CV და მოკლე სამოტივაციო წერილი, მისამართზე: vacancy.icn@gmail.com სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რაზედაც შემოგაქვთ განაცხადი.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2018 წლის 20 დეკემბერი. არასრული განაცხადები არ განიხილება.

საინფორმაციო ცენტრების ქსელი დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს ახალი ამბების სააგენტო "რეგინფოს" (https://www.reginfo.ge/), ინტერნეტგამოცემა "მთის ამბებს" (https://www.mtisambebi.ge/), თბილისში მდებარე მულტიმედია სტუდიას, კახეთის საინფორმაციო ცენტრსა და პანკისის სათემო რადიოს (https://www.radioway.ge/).
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე