ბიზნეს ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ბიზნეს ანალიტიკოსი
მომწოდებელი: კურაციო
გამოქვეყნდა: 4 დეკ / ბოლო ვადა: 17 დეკ
სს "კურაციო" მიმდინარე პროექტში აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე.

კლინიკა "კურაციო" არის კერძო სამედიცინო დაწესებულება, რომლის ძირითადი საქმიანობაა ოჯახის, ანუ პირადი ექიმის მომსახურება, რაც მიზნად ისახავს ყველა მსურველს პირადი ექიმის სახით ჰყავდეს საიმედო, გულისხმიერი და მრჩეველი მკურნალი.

მოვალეობები:

** IT პროექტში მონაწილე მხარეებისგან მოთხოვნების შეგროვება, დოკუმენტების ანალიზის, ინტერვიუებისა და შეხვედრების საშუალებით;
** ბიზნეს მოთხოვნის-ამოცანის დამუშავება, ტექნიკური დავალების ჩამოყალიბება (Scope-ისა და ტექნიკური დავალების დოკუმენტის დაწერა)  IT დეველოპერებისთვის, მათ შორის: პროცესების დიზაინის შემუშავება, ბიზნეს პროცესების დიაგრამების შექმნა, მომხმარებლის ინტერფეისის დეტალური აღწერილობის შექმნა, ფუნქციური სპეციფიკების შეთანხმება;
** პროექტთან დაკავშირებული რისკებისა და შედეგების შეფასება, სათანადო რეკომენდაციების მომზადება;
** პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების;
** პროგრამულ გადაწყვეტილებებთან (Software Development)  მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 1 წელი);
** ქართულ და ინგლისურ ენებზე თავისუფლად კომუნიკაციის უნარი, როგორც წერილობითი ფორმით, ასევე ვერბალური;
** Microsoft Office-ის კარგი ცოდნა;

პირობები:

** სამუშაოს ხანგრძლივობა - 1.5 თვე
** სამუშაო განაკვეთი: არასრული
** სამუშაო საათები: შეთანხმებით
** ანაზღაურება: ფიქსირებული, კანდიდატის გამოცდილების შესაბამისად

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე hr@curatio.ge და წერილის გამოგზავნისას "Subject line"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ბიზნეს ანალიტიკოსი).

საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2018 წლის 17 დეკემბერი. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, გასაუბრების ჩასატარებლად კანდიდატთა მხოლოდ საბოლოო შეზღუდულ რაოდენობას დაუკავშირდებიან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე