შესყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ფარმაცევტული კომპანია
გამოქვეყნდა: 4 დეკ / ბოლო ვადა: 4 იან
ფარმაცევტული კომპანია აცხადებს შესყიდვების მენეჯერის ვაკანსიას: 

ძირითადი მოვალეობები:

** საერთაშორისო ბაზარზე ფარმაცევტული პროდუქტების მოძიება, შესყიდვასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების წარმოება;
** ლოჯისტიკასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება;
** ფარმაცევტული პროდუქტების იმპორტთან დაკავშირებული საბაჟო პროცედურების ორგანიზება;
** ფარმაცევტული პროდუქტების  საწყობებში არსებული მარაგების და ნაშთების კონტროლი;
** საიმპორტო ფარმაცევტული პროდუქციის საქართველოს ბაზარზე დაშვებულ პროდუქტებთან შესაბამისობის  კონტროლი და დაშვების ორგანიზება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად.
** შიდა რეგულაციების დანერგვაში მონაწილეობის მიღება;
** საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ადმინისტრირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ფარმაცევტული ან ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel;
** ინგლისური და რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა, პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა; ორგანიზებულობა;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy.smph@gmail.com  და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე