ხარჯთაღმრიცხველი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ხარჯთაღმრიცხველი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 4 დეკ / ბოლო ვადა: 4 იან
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე ინფრასტრუქტურის განვითრების სფეროში.

კვალიფიკაცია:

** გამოცდილება: არანაკლებ 1 წლისა, მშენებლობის დარგში, კერძოდ: გზების, ხიდების და გვირაბების.
** უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკის მიმართულებით);
** სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შემუშავების გამოცდილება;
** სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების ცოდნა;
** ინფრასტუქტურის სფეროში არსებული სამშენებლო სამუშაოები და მათი შესრულების ტექნოლოგიების ცოდნა, კერძს გზები, ხიდები გვირაბები და ასე შემდეგ;
** საოფისე პროგრამების საფუძვილანი ცოდნა (MS Office), განსაკუთრებით Microsoft Excel-ის საფუძვიანი ცოდნა (ლოგიკური ფუნქციები, სტატიკური ფუნქციები,);.
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** დისციპლინარული;
** პრობლემებზე სწრაფად რეაგირების უნარი;
** პრაქტიკული აზროვნება.
** შრომისმოყვარეობა.
** გუნდური მუშაობა.

ძირითადი მოვალეობები:

** ხელშეკრულების გაფორმებამდე სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისობის (ფასი, მოცულობა და ა.შ) დადგენა, ანალიზი;
** ხარჯთაღრიცხვების ექსპერტიზა და აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება ინფრასტრუქტურის სფეროში;
** დეფექტური აქტების, სამუშაოების უწყისების და დამუშავებული პროექტების საფუძველზე ობიექტის სამშენებლო, სარეკონსტრუქციო, სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა ლოკალურ - რესურსული მეთოდით ინსრასტრუქტურის სფეროში - მოქმედი ნორმატიული აქტებით და აგრეთვე მიმდინარე საბაზრო ფასებით;
** ინფრასტრუქტურის სფეროში ობიექტის სარემონტო, სამონტაჟო და სამშენებლო სამუშაოების საორიენტაციო ღირებულების განსაზღვრა;
** სამშენებლო - საინჟინრო ნახაზების საფუძველზე მასალათა სპეციფიკაციების შემოწმება;
** შესრულებული სამუშაოების მოცულობის და მასალების რაოდენობის განსაზღვრა;
** დეფექტური აქტების შედგენა;
** ობიექტზე მიმდინარე დანახარჯების ხარჯთაღრიცხვასთან შედარება;
** კომპეტენციის ფარგლებში, კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე სხვა დავალებების შესრულება..

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00; შესვენება 13:00-14:00;
** სამუშაო ადგილი: თბილისი,
** ანაზღაურება: არსებული კვალიფიკაციის მიხედვით

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 4 იანვარი, 2019 წ.

გთხოვთ CV გამოაგზავნოთ მისამართზე: medeasikharulidze74@gmail.com. შერჩევა-შეფასება მოხდება რეზიუმეს გამოგზავნის და გასაუბრების შემთხვევაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე