იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: დანიური სახლი
გამოქვეყნდა: 4 დეკ / განახლდა: 11 დეკ / ბოლო ვადა: 4 იან
"დანიური სახლი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის თანამდებობაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამართალმცოდნეობის მიმართულებით;
** სავალდებულოა იურისტის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სამოქალაქო და ადმინისტრაციული კოდექსის საფუძვლიანი ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების  ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office).

ფუნქციები და მოვალეობები:

** ნებისმიერი სახის ხელშეკრულებების გაფორმების და კლიენტებთან მოლაპარაკებების პროცესში უშუალო მონაწილეობა და მაქსიმალურად მისაღებ პირობებზე მოლაპარაკება.
** კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის დოკუმენტაციის (მათ შორის ხელშეკრულებების, სარჩელების, საჩივრების, აქტების, დასკვნების, განცხადებების და სხვა) შედგენა/განხილვა;
** კომპანიის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება;
** მოქმედი ხელშეკრულებების რეესტრის წარმოება და კონტროლი.
** კომპანიის წარმომადგენლობა საჯარო/სამეწარმეო რეესტრში. წესდების მომზადება, აუცილებლობის, შემთხვევაში მასში ცვლილებების კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელება. შესაბამისი დოკუმენტების საჯარო/სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაცია. საჯარო/სამეწარმეო რეესტრიდან ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოთხოვა. საჯარო/სამეწარმეო რეესტრში ანგარიშსწორების სწორად განხორციელება და შესაბამისი დოკუმენტაციის ბუღალტერიისთვის წარდგენა.
** სანოტარო მომსახურების აუცილებლობის შემთხვევაში დოკუმენტაციის წარდგენა ნოტარიუსთან და უშუალო მონაწილეობა სანოტარო აქტის სწორად გაფორმების პროცესში.  
** დირექტორის ბრძანების პროექტის მომზადება და გაფორმება;
** კომპანიის საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
** კომპანიის საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი დოკუმენტაციის შემუშავების პროცესში მონაწილეობა;
** კომპანიის უძრავი ქონებისა და სხვა უფლებების რეგისტრაციის უზრუნველყოფა საჯარო რეესტრში, სამეწარმეო რეესტრში და სხვა ორგანოებში;
** კომპანიის ინტერესების დაცვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში სახელმწიფო და სასამართლო ორგანოებში;
** ქვეყნის საკანონმდებლო ბაზაში მიმდინარე სიახლეების კონტროლი და ანალიზი;
** თანამდებობრივი ინსტრუქციით (სამუშაო აღწერილობა) გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაციის და აკადემიური წერის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის გამოცდილება;
** სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი;
** ანალიტიკურად აზროვნება;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილებიდან გამომდინარე.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით ელ-მისამართზე: cv@dgholding.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "იურისტი".

კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.

"დანიური სახლი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე