უსაფრთხოების თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: უსაფრთხოების თანამშრომელი
მომწოდებელი: YOYOSO
გამოქვეყნდა: 4 დეკ / ბოლო ვადა: 4 იან
"YOYOSO" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე.

"YOYOSO" - კორეული ბრენდია, რომელიც 2014 წელს დაარსდა და ამჟამად ათასზე მეტი სავაჭრო ობიექტით სარგებლობს მსოფლიო ბაზარზე, სულ მალე კი საქართველოშიც შემოგვთავაზებს ფილიალს.

"YOYOSO" ქართველ მოხმარებელს 2000 მდე დასახელების პროდუქციას შესთავაზებს, რომელიც ძირითადად სავაჭრო პროდუქციის რვა კატეგორიას დაეფუძნება, რაც მოიცავს: კოსმეტიკას, სახლისა თუ ელექტრო მოწყობილობების აქსესუარებს, საკანცელარიო ნივთებს, ყოველდღიურ მოდურ აქსესუარებსა და სეზონურ საჩუქრებს.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე
დასვენება: კვირაში 2 დღე.
ანაზღაურება: 450 ლარი.

ძირითადი მოთხოვნები:

** ასაკი: 25-დან 45 წლამდე.
** სავაჭრო ობიექტებზე უსაფრთხოების სამსახურში მუშაობის გამოცდილება;
** მოპარვის საწინააღმდეგო სისტემებთან მუშაობის პრაქტიკა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით ელ-მისამართზე: cv@dgholding.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "უსაფრთხოების თანამშრომელი".

კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.

"YOYOSO" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე