საგამოცდო ლაბორატორიის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საგამოცდო ლაბორატორიის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ნათაძის კვლევითი ინსტიტუტი
გამოქვეყნდა: 4 დეკ / ბოლო ვადა: 31 დეკ
შპს "გ. ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი" აცხადებს კონკურსს ინსტიტუტის საგამოცდო ლაბორატორიაში სრული საშტატო განაკვეთით, სათანადო თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით, კერძოდ: - საგამოცდო ლაბორატორიის ხელმძღვანელი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შესაბამისი უმაღლესი აკადემიური განათლება - აკადემიური დოქტორის სამეცნიერო ხარისხით ან დოქტორანტი (სასურველია ქიმიკოსი ან ბიოქიმიკოსი);
** ასაკი 30-45წელი;
** სამუშაო-პრაქტიკული გამოცდილება (არანაკლებ 3 წელი) საგამოცდო/ტესტირების ლაბორატორიაში;
** "ისო 17025" სტანდარტით აკრედიტაციის გავლის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ან სხვა (რუსულის გარდა) უცხო ენისა და კომპიუტერის საოფისე პროგრამების (ვინდოუსი - ვორდი, ექსელი, პოვერ-პოინტი, ინტერნეტი) კარგი ცოდნა სავალდებულოა.

სამოტივაციო წერილის, 2 რეკომენდაციისა და CV წარმოდგენა მისამართზე: info-kobakhidze@mail.ru და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ სათანადო თანამდებობის დასახელება - ლაბორატორიის ხელმძღვანელი, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან მოწვეული გასაუბრებაზე.

გამოსაცდელი ვადით სამუშაოზე აყვანის შემთხვევაში, სახელფასო ანაზღაურების ოდენობა დადგინდება კომპეტენციის შესაბამისად - შეთანხმებით. გამოსაცდელი ვადის წარმატებით დასრულების შემდგომ, ინსტიტუტის შტატში თანამშრომლად აყვანის შემთხვევაში, ლაბორატორიის ხელმძღვანელს დაენიშნება შესაბამისი სახელფასო განაკვეთი და დამატებით მიეცემა სათანადო ბონუსები.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე