სტაჟირება
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სტაჟირება
მომწოდებელი: რონდელის ფონდი
გამოქვეყნდა: 4 დეკ / ბოლო ვადა: 28 დეკ
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი), რომელიც 1998 წელს დაარსდა, არის პოლიტიკის ანალიზის დამოუკიდებელი, არამომგებიანი ცენტრი, რომელიც მოწოდებულია, ხელი შეუწყოს საქართველოში საჯარო პოლიტიკის გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაუმჯობესებას კვლევისა და ანალიზის, პოლიტიკის განმსაზღვრელების და პოლიტიკის ანალიტიკოსების ტრენინგების და 21-ე საუკუნეში საქართველოს და კავკასიის რეგიონის წინაშე მდგომი საშინაო და საგარეო სტრატეგიული საკითხების შესახებ საჯარო განათლების უზრუნველყოფის გზით.

რონდელის ფონდი აცხადებს სტაჟიორთა მიღებას.

სტაჟიორებად მიიღებიან საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობისა მაგისტრატურის სტუდენტები და კურსდამთავრებულები, რომლებიც სტაჟირების წარმატებით გავლის შემდეგ მიიღებენ შესაბამის სერტიფიკატს.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** სხვადასხვა სახის წერილობითი მასალის მომზადება/თარგმნა;
** ფონდში მიმდინარე პროექტებსა და ღონისძიებებში აქტიური ჩართულობა;
** ტრენინგებსა და კონფერენციებზე დასწრება;
** ანგარიშებისა და მოხსენების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** საორგანიზაციო და საოფისე საქმიანობაში დახმარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** MS Office-ს მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
** მოწესრიგებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობა.

უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება.

სამუშაო გრაფიკი: სრული.
სტაჟირება არაანაზღაურებადია.
სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე.

გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე ელ-ფოსტაზე: info@gfsis.org და ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. გასაუბრებისთვის დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 28 დეკემბერი, 2018 წ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე