მიმღები/ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მიმღები/ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო Gladius Inn
გამოქვეყნდა: 4 დეკ / ბოლო ვადა: 4 იან
ახლად გახსნილი ბუტიკის ტიპის სასტუმრო "Gladius Inn" აცხადებს ვაკანსიას მიმღები/ადმინისტრატორის თანამდებობაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასტუმროში ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** განათლება ტურიზმის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** სტრესულ ვითარებაში მუშაობის და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების მიღება - განთავსება, ანგარიშსწორება, გასტუმრება;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის მიწოდება;
** ჯავშნების მიღება;
** სასტუმროში არსებული სტანდარტების შესწავლა და დაცვა;
** საბუთების მართვა;
** ადმინისტრაციის დავალებების შესრულება.

სამუშაო გრაფიკი: 12 საათიანი (დღის და ღამის) ცვლები.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე თანდართული ფოტოსურათით, ელექტრონულ მისამართზე: info@gladius.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე