აკადემიური თანამდებობები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: აკადემიური თანამდებობები
მომწოდებელი: საქართველოს უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 7 დეკ / განახლდა: 7 დეკ / ბოლო ვადა: 11 იან
თანდართული ფაილი: 198661-ug.zip
"საქართველოს უნივერსიტეტი" აცხადებს ღია კონკურსს აკადემიურ თანამდებობის დასაკავებლად შემდეგ სკოლებში:

1. ბიზნესისა და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლა

ასოცირებული პროფესორის აკდემიური თანამდებობა ტურიზმის მიმართულებით მიმართულებით (2 ვაკანსია);
ასისტენტ პროფესორის აკდემიური თანამდებობა ტურიზმის მიმართულებით მიმართულებით (1 ვაკანსია);

2. მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლა

ასოცირებული პროფესორის აკდემიური თანამდებობა ნანოქიმიის მიმართულებით (1 ვაკანსია);

განსაკუთრებული მოთხოვნა: ინგლისურ ენაზე ლექციის ჩატარების უნარი.

3. სამართლის სკოლა

ასოცირებული პროფესორის აკდემიური თანამდებობა შრომის სამართლის მიმართულებით (1 ვაკანსია);

განსაკუთრებული მოთხოვნა: ინგლისურ ენაზე ლექციის ჩატარების უნარი.

წარმოსადგენი დოკუმენტებია:

** განაცხადი საკონკურსო კომისიის სახელზე - იმ ვაკანსიის მითითებით, რომელზეც განაცხადს აკეთებს აპლიკანტი (იხილეთ დანართი);
** საქართველოს უნივერსიტეტის აპლიკაციის ფორმა შევსებული ქართულ და ინგლისურ ენებზე (იხილეთ დანართი);
** რეზიუმე არაუმეტეს 80 სიტყვისა, (იხილეთ დართული ნიმუში);
** ფოტოსურათი (ზომით 3X4);
** პირადობის მოწმობის ასლი;
** აკადემიური ხარისხის (ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი ან მათთან გათანაბრებული) დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი - დამოწმებული ნოტარიულად. უცხოეთში გაცემული ან არაქართულენოვანი დიპლომი უნდა იყოს ნათარგმნი ქართულ ენაზე. უცხოეთში მიღებული კვალიფიკაცია აღიარებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ და თარგმანი - დამოწმებული ნოტარიულად;
** ცნობა პედაგოგიური-სამეცნიერო გამოცდილების შესახებ;
** სამოტივაციო წერილი;
** ორი სარეკომენდაციო წერილი;
** საგნის სილაბუს(ებ)ი;
** გამოქვეყნებული შრომების სია და ასლები (წარმოსადგენია გამოქვეყნებული შრომების სრული ნუსხა; წიგნები, სახელმძღვანელოები, მონოგრაფიები გამოცემული სახით ან ასლები და მხოლოდ ბოლო ხუთი წლის მანძილზე გამოქვეყნებული სტატიების ასლები);

საბუთები წარმოსადგენია როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმითაც;

წარმატებული კანდიდატის გამოვლენა განხორციელდება შემდეგი წესით:

ძირითადი კრიტერიუმებია:

** აკადემიური ხარისხი. პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად სავალდებულოა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობა; კონკურსანტს უნდა ჰქონდეს უნივერსიტეტში სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის სულ მცირე ექვსწლიანი გამოცდილება;
** სამეცნიერო ნაშრომები.

დამატებითი კრიტერიუმებია:

** სილაბუსი/სილაბუსები, რომლებიც ფასდება შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით;
** სამეცნიერო კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში;
** პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა;
** საოფისე ტექნოლოგიების გამოყენების უნარი.

საკონკურსო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, კანდიდატს შეიძლება ეთხოვოს დემო ლექციის ჩატარება მის მიერ წარმოდგენილ სილაბუსში მითითებულ ერთ-ერთ საკითზე.

კონკურსში არჩეულმა პირებმა აფილირება უნდა გააკეთონ საქართველოს უნივერსიტეთან.

საკონკურსო დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2019 წლის 10 და 11 იანვარს 12:00 საათიდან 18:00 საათამდე, მისამართზე: თბილისი, კოსტავას ქ. №77, IV კორპუსი, ოთახი №514.

კონკურსი ჩატარდება 2019 წლის 14 იანვარს.

კანდიდატებს კონკურსის შედეგები ეცნობებათ დაუყოვნებლივ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო კომისიაში. საჩივრებისა და პრეტენზიების მიღების დღე 2019 წლის 16 იანვარი.

კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება 2019 წლის 18 იანვარს საქართველოს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე http://www.ug.edu.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე