დროებითი დამხმარე თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: დროებითი დამხმარე თანამშრომელი
მომწოდებელი: Carrefour Georgia
გამოქვეყნდა: 3 დეკ / ბოლო ვადა: 22 დეკ
"მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია" ("კარფური")  მოხარულია გამოაცხადოს ვაკანსია თბილისში, დროებითი დამხმარე თანამშრომლის  პოზიციაზე.

სამუშაო პერიოდი: 2 კვირიდან 1 თვემდე (ახალი წლის პერიოდი).
სამუშაო გრაფიკი: სრული, 8 საათიანი (დღის და /ან/ საღამოს ცვლა).
ანაზღაურება: დღიური ნამუშევრის შესაბამისად დაანგარიშდება და ჩაირიცხება ჯამური გამომუშავებული თანხა.
პერსპექტივა: დროებითი თანამშრომლობის დასრულების შემდგომ კომპანიაში მუდმივი კონტრაქტის პირობებით დასაქმება (მოლაპარაკების შემთხვევაში).

"მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი" ერთ-ერთი ლიდერია საცალო გაყიდვების და გართობა-დასვენების სფეროში ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. "მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი" წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე სწრაფმზარდ და სწრაფად განვითარებად კომპანიას, სადაც დასაქმებულია 40 000  თანამშრომელი. "მაჯიდ ალ ფუტაიმ საცალო გაყიდვები" მართავს "კარფურის" ჰიპერმარკეტებს ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, სთავაზობს მომხმარებელს ფართო ასორტიმენტს, ხარისხიან პროდუქციას და საუკეთესო ფასებს.

"მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი", როგორც დამსაქმებელი, იღწვის დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური რესურსების მართვის და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. ჯგუფი ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების განვითარებას, ტრეინინგებს, წინსვლას და ცდილობს მოიპოვოს მათი ლოიალურობა.

"მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია" ("კარფური") გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას დროებითი დამხმარე თანამშრომლის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის შესაბამის ტერიტორიაზე განთავსება, როგორც სავაჭრო დარბაზში, ასევე საწყობში;
** თაროების ახალი საქონლით  შევსება და არასაჭირო პროდუქციისგან გათავისუფლება;
** ფასების იარლიყების და საორიენტაციო ნიშნების სწორად განთავსება.
** მომხმარებლის თავაზიანი მომსახურება/დაკვალიანება.

მოთხოვნები:

** დეტალებზე ორიენტირებული;
** ფიზიკური დატვირთვით მუშაობის უნარი;
** თავაზიანი მომსახურების უნარი;
** მულტინაციონალურ გარემოში მუშაობის უნარი.

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com  და წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "დროებითი დამხმარე თანამშრომელი", 2018 წლის 22 დეკემბრამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე