გაყიდვების სპეციალისტი, სტაჟიორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გაყიდვების სპეციალისტი, სტაჟიორი
მომწოდებელი: ციტადელი
გამოქვეყნდა: 3 დეკ / ბოლო ვადა: 1 იან
კომპანია "ციტადელი" აცხადებს ვაკანსიებს გაყიდვების სპეციალისტის, კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტის და გაყიდვების სტაჟიორის (ანაზღაურებადი) პოზიციებზე, თბილისში.

კომპანია "ციტადელი" 2011 წელს დაარსდა და უკვე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სამშენებლო მასალების ბაზარზე. კომპანიის პრიორიტეტია მაღალი ხარისხის, ფართო ასორტიმენტის იმპორტი და რეალიზაცია მისაღებ ფასად. "ციტადელი" სამშენებლო პროდუქციის ისეთი მომწოდებლების პარტნიორია, როგორიცაა მსოფლიოში წამყვანი ბრენდები: დანიური კომპანია "Rockwool," ფრანგული კომპანია "Icopal," რუსული კომპანია "Sveza," გერმანული კომპანია "Peri," დანიური კომპანია "Paroc," გერმანული კომპანია "Liebherr," გერმანული კომპანია "kreisel" და სხვა.

"ციტადელი" მომხმარებელს სთავაზობს მშენებლობისთვის აქტუალურ და  მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციას: საყალიბე, ჰიდროსაიზოლაციო, თერმო და ხმის საიზოლაციო სისტემებს, სამშენებლო ტექნიკას და სხვა. კომპანია აერთიანებს სავაჭრო სივრცეებს, საბითუმო ბაზებს თბილისსა და ბათუმში,  სამშენებლო ტექნიკის, სამშენებლო და საერთაშორისო გადაზიდვების კომპანიას.

კომპანია "ციტადელი" მზარდი განვითარების კომპანიაა და აქტიური დამსაქმებელია საქართველოს შრომით ბაზარზე. ის გამოირჩევა ახალგაზრდა, პერსპექტიული საკადრო რესურსის განვითარების ხელშეწყობითა და დასაქმებით. სარგებლობს კარგი რეპუტაციით  როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

კომპანია "ციტადელის" ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობით, კვალიფიციური თანამშრომლებით, თანამშრომლებზე ზრუნვით და განვითარებით.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (პრიორიტეტულია ტექნიკური, სამშენებლო  მიმართულებით);
** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია სამშენებლო მასალების გაყიდვების გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office).

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი მომხმარებლების მოძიება და სამშენებლო პროდუქციის შეთავაზება, გაყიდვა;
** მომხმარებლებთან კომუნიკაცია და მათი საჭიროებების გამოვლენა;
** პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მომზადება და არსებული მომხმარებლებისთვის მიწოდება;
** შეკვეთის მიღების და მიწოდების უზრუნველყოფა;
** ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული დავალებების შესრულება.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** მოტივირებულობა;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@citadeli.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება ("გაყიდვების სპეციალისტი", "კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტი" ან "გაყიდვების სტაჟიორი თბილისში").

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 1 იანვრამდე, 2019 წ.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება  3 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

"ციტადელი ჰოლდინგის" შესახებ სრული ინფორმაციის სანახავად, გთხოვთ, ესტუმროთ ვებ-გვერდს: www.citadeli.com

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე