კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2019
 
ყველა სხვა განცხადება ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2019
მომწოდებელი: სიდა
გამოქვეყნდა: 13 ნოე / განახლდა: 10 დეკ / ბოლო ვადა: 20 დეკ
თანდართული ფაილი: 196644-cida-apps.zip
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბი (CSR Club) და გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი (UN Global Compact Network Georgia) იწვევს კომპანიებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ჯილდოს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო - "ბიზნესი მდგრადი განვითარების მიზნების მხარდასაჭერად", მიზნად ისახავს, საქართველოში, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პოპულარიზაციასა და მხარდაჭერას.

ჯილდო საშუალებას მოგცემთ:

** მიიღოთ აღიარება კოლეგებს შორის, როგორც ლიდერებმა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში.
** წარმოჩინდეთ როგორც სანდო და ღირსეული პარტნიორები, მომხმარებელთა, პარტნიორთა და ინვესტორთა წინაშე.
** წვლილი შეიტანოთ საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის სფეროს განვითარებაში, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების გზით.

მონაწილეობის პირობები:

** საკონკურსო პროექტის ავტორი არის სამეწარმეო იურიდიული პირი, რომელიც საქმიანობს საქართველოში;
** წარმოდგენილი საკონკურსო პროექტი შეესაბამება ჯილდოს კატეგორიებს;
** წარმოდგენილი საკონკურსო პროექტი, დაწყებულია, მიმდინარეობს ან დასრულდა 2017-2018 წელს.

ჯილდო გაიცემა შემდეგ კატეგორიებში:

** მიზანი 4 : ხარისხიანი განათლება
** მიზანი 5: გენდერული თანასწორობა
** მიზანი 8: ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა
** მიზანი 11: მდგრადი ქალაქები და დასახლებები
** მიზანი 17: პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის

დაწვრილებითი ინფორმაცია ჯილდოს კატეგორიებისა და შეფასების კრიტერიუმების შესახებ, ასევე განაცხადის ფორმა იხილეთ დანართში.

გთხოვთ, წარმოადგინოთ განაცხადები არაუგვიანეს 2018 წლის 20 დეკემბრისა, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: csraward@globalcompact.ge

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: keti@cida.ge
 
ყველა სხვა განცხადება ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე