იაპონური ენის კურსი
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: იაპონური ენის კურსი
მომწოდებელი: კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი
გამოქვეყნდა: 9 ნოე / ბოლო ვადა: 1 დეკ
"კავკასიის ბიზნესის სკოლა" (CSB) და "კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი" (CUTC) გთავაზობთ იაპონური ენის კურსს.

პროგრამა მოიცავს საწყის საფეხურს A1 და წარმოადგენს იაპონური ენის კურსს დამწყებთათვის.

კურსის მიზანია შეასწავლოს:

** იაპონური დამწერლობა: 2 ალფაბეტი _ ჰირაგანა და კატაგანა
** საწყისი დონის იეროგლიფები
** ლექსიკური და გრამატიკული ერთეულები
** ელემენტარული სასაუბრო იაპონური

თემატიკა

** ლექსიკური ნაწილი: ადამიანების გაცნობა; ჰობი და სპორტი; ყოვედღიური საქმიანობა; გეოგრაფიული სახელწოდებები; ქვეყნები და ეროვნებები.
2 ანბანი; საწყისი დონის იეროგლიფები, რიცხვები; დროის ცნობა.
** გრამატიკული ნაწილი: კუთვნილებითი ნაცვალსახელი; ჩვენებითი ნაცვალსახელი; აწმყო დრო (მარტივი); წარსული დრო; მომავალი დრო; არსებითი სახელი.

ტრენერი: ანა ბასიაშვილი

განრიგი:

ტრენინგის დასაწყისი: 1 დეკემბერი
ტრენინგის ხანგრძლივობა: 8 თვე
ჩატარების დღე: სამშაბათი, შაბათი
ჩატარების დრო: სამშაბათი 19:00-დან 20:30-მდე; შაბათი 11:00-დან 14:30-მდე.

ტრენინგის ღირებულებაა: 1600 ლარი
გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია აქ

ერთი კომპანიიდან 3 ან მეტი წარმომადგენლის დასწრების შემთხევაში მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება.

საკონტაქტო ინფორმაცია:

თამარ გოგალაძე
ტრენინგ ცენტრის მენეჯერი
მობ.: 555 50 33 50
e-mail.: tgogaladze@cu.edu.ge
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე