ტრენინგი - შრომის უსაფრთხოების რეგულაციები
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტრენინგი - შრომის უსაფრთხოების რეგულაციები
მომწოდებელი: კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი
გამოქვეყნდა: 9 ნოე / ბოლო ვადა: 3 დეკ
"კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი" (CUTC) და საქართველოს შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ასოციაცია (OSHE Georgia) გთავაზობთ ტრენინგს შრომის უსაფრთხოების რეგულაციები და დოკუმენტაცია.

ტრენინგის მიზანია, მსმსენელები გაეცნონ შრომის უსაფრთხოების შესახებ ახალ რეგულაციებს, მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაო სივრცეში კანონმდებლობით სავალდებულო დოკუმეენტაციის შექმნის, ინსტრუქტაჟების ჩატარებისა და რეგისტრაციის წესებს.

ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელი მიიღებს კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრის (CUTC) და საქართველოს შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ასოციაციის (OSHE Georgia) ერთობლივ სერტიფიკატეს.

ტრენერები: შოთა ნიჟარაძე, ვიქტორ რუსეცკი

თემატიკა:

** შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობა
** შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის, რისკების შეფსების დოკუმენტაციის, უსაფრთხოების წესებისა და გეგმების შემუშავება
** სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევების აღრიცხვის, მოკვლევისა და ანგარიშგების წესი
** პროფესიული დაავადებების აღრიცხვის, მოკვლევისა და ანგარიშგების წესი
** ინსტრუქტაჟების ჩატარებისა და რეგისტრაციის წესი

განრიგი:

ტრენინგის ხანგრძლივობა: 3 დღე 9 საათი.
ჩატარების დღე: ოთხშაბათი, პარასკევი, შაბათი
ჩატარების დრო: 19:00-დან 22:00-მდე, შაბათს 14:00-17:00 სთ.

ტრენინგის ღირებულება: 275 ლარი
გაიარეთ რეგისტრაცია აქ.

ერთი კომპანიიდან 3 ან მეტი წარმომადგენლის დასწრების შემთხევაში მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება.

საკონტაქტო ინფორმაცია:

თამარ გოგალაძე
ტრენინგ ცენტრის მენეჯერი
მობ.: 555503350
ტელ.: 2377777 (173)
e-mail.: tgogaladze@cu.edu.ge
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე